ნიკოლოზ ხატიაშვილმა ახალგორში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალგორის მუნიციპალიტეტში საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
 

"ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა და საერთაშორისო მდივანმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, წევრობის განაცხადზე, შევსებულ კითხვარზე, ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ევროპულ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება. 
 

საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას. 


შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ. 


შეხვედრას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გელა  შერმადინი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე: