„ჯეოქეისის“ სატრენინგო კურსის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ ფარგლებში, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა, ემილ ავდალიანმა კურსის მსმენელებს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ლექცია ჩაუტარა.
ლექცია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკას ეხებოდა და ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. განხილული იყო მოსკოვის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ზეწოლის ბერკეტები და რეგიონში არსებული კონფლიქტების მიზანმიმართული გამოყენება სამხრეთ კავკასიაზე გავლენის შესანარჩუნებლად.
„ჯეოქეისი“ სტუდენტურ სატრენინგო პროგრამას - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ ყოველწლიურად ახორციელებს და მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება.