ვიქტორ ყიფიანმა კასიმირ პულასკის ფონდის (პოლონეთი) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი პოლონეთის წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის, კასიმირ პულასკის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. 


მხარეებმა „ჯეოქეისსა“ და კასიმირ პულასკის ფონდს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე „ჯეოქეისის“ მონაწილეობის საკითხზე იმსჯელეს. 


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. 


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ფონდის წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ადვოკატირების საკითხი ორგანიზაციის სამუშაო დღისწესრიგში დადგეს.


„ჩვენ ვხედავთ საქართველოს მიმართ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და მადლიერი ვართ ამისათვის. მჯერა, რომ ჩვენს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას,“ - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: