გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე - Defence24 - სიტყვით გამოვიდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, საქართველოს გენ-შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 24-25 მაისს ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე - Defence24 - სიტყვით გამოვიდა.


ვახტანგ კაპანაძემ სადისკუსიო პანელის „შავი ზღვის ბრძოლა - რეგიონის სტაბილიზაციის გასაღები“ ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკუთარი ღრმა გამოცდილების საფუძველზე, კონფერენციის მონაწილეებს მოსაზრებები გაუზიარა და გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. 


Defence24 Day კონფერენცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. იგი წარმოადგენს მძლავრ სადისკუსიო პლატფორმას თავდაცვის სექტორის, ასევე, სამოქალაქო, საწარმოო და ადმინისტრაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრეწველობის სფეროების წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. მიმდინარე წელს Defence24Day კონფერენცია უკრაინის ომთან დაკავშირებულ თემატიკას მიეძღვნა. 


რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების გამართვა, ექსპერტებისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა, მსჯელობაში უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობა უზრუნველყოფს მიმდინარე და სამომავლო აქტუალური საკითხების გარშემო ნაყოფიერ და შედეგზე ორიენტირებული განხილვების ჩატარებას.

გააზიარე: