ანალიტიკურ ცენტრ “ჯეოქეისსა” და საქართველოს დაზვერვის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარე კვლევითი პროექტის “GEO Intel Project” ფარგლებში, დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ „ჯეოქეისის“ სასწავლო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში დაზვერვის სამსახურის როლსა და ფუნქციებზე, ასევე უწყებაში უკანასკნელი წლების მანძილზე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. დისკუსიაში სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და შალვა ლომიძემ მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და ანალიტიკური ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი.
“GEO Intel Project”-ის მიზანია საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, დაზვერვის, როგორც სამეცნიერო მიმართულების განვითარება და სფეროს პოპულარიზაცია, რაც დასავლური ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს.