პროექტის, "იან კარსკის სახელობის პროგრამა ახალგაზრდა ქართველი ლიდერებისთვის 2023" ფარგლებში, "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა და საერთაშორისო მდივანმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მის თემას საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხები, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და რუსული დეზინფორმაცია წარმოადგენდა.
ნიკოლოზ ხატიაშვილმა მსმენელებთან რეგიონში და გლობალურად განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყნის წინაშე წამოჭრილი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა რუსული დეზინფორმაციის ტენდეციებზე, მის გავლენასა და მასთან ბრძოლის გზებზე. დისკუსიისას, მან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების სტატუსი მიმოიხილა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილური, მტკიცე და მშვიდობიანი განვითარებისათვის.
"იან კარსკის სახელობის პროგრამა ახალგაზრდა ქართველი ლიდერებისთვის 2023" მხარდაჭერილია საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ.