ნიკოლოზ ხატიაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) Generation Democracy ქსელის წევრი გახდა

ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი - ნიკოლოზ ხატიაშვილი აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) Generation Democracy ქსელის წევრი გახდა. Generation Democracy წარმოადგენს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ფლაგმან ახალგაზრდული ქსელს, რომელშიც ჩართულია 280 წევრი 80 ქვეყნიდან. აღნიშნული ქსელი აკავშირებს მსოფლიოს ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც მუშაობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის დემოკრატია, ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რეგიონების განვითარება და ახალგაზრდობის გაძლიერება. 


ქსელის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობების ცნობიერების ამაღლება ციფრული და სოციალური მედიის ძლიერი არსებობის გზით, ასევე, იმ ორგანიზაციების ქსელის შექმნა, რომელსაც წარმოადგენენ მონაწილეები. Generation Democracy ქსელი მის წევრებს ეხმარება პრაქტიკული პროფესიული განვითარების, დაფინანსებისა და ლიდერობის შესაძლებლობების გაზიარებით, რაც ფართოდ და ადვილად ხელმისაწვდომია ყველა წევრისთვის. ქსელი, აგრეთვე, ახორციელებს წევრების, როგორც თანატოლების მენტორების დაკავშირებას ადგილობრივ, რეგიონულ და ტრანსნაციონალურ დონეზე გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გაკვეთილების გასაზიარებლად.

გააზიარე: