პეპლის ეფექტი: თუ ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობები ომში გადაიზრდება

ავტორი:

სანამ წარმოდგენილი თემის უშუალო განხილვაზე გადავიდოდე, საინტერესო იქნება შევეხოთ ისტორიის მოკლე მიმოხილვას, რადგან დაგვეხმარება იმის გააზრებაში თუ რა ქმედებებმა და ისტორიულმა ნაბიჯებმა მიიყვანა ჩინეთი და ტაივანი დღევანდელ ვითარებამდე. 


ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, ამასთან ერთად ვითარდება მისი სამხედრო მიმართულებაც და იზრდება მისი გავლენა არამხოლოდ რეგიონში არამედ გეოპოლიტიკური მხრითაც მთლიანად მსოფლიოში. მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს ტაივანის მნიშვნელობა გლობალურ ეკონომიკაში, როგორც ციფრული ტექნოლოგიებისა და მიკრო ჩიპების მწარმოებელი ქვეყნის, რომელიც არის, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტიის ერთ-ერთი წყარო, ასევე მეორეს მხრივ ჩინეთიდან ზეწოლის ობიექტიც, რადგან ჩინეთის ეკონომიკაც დიდწილად დამოკიდებულია ტაივანის პროდუქტზე, (მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არ არის პირდაპირი ვაჭრობა) მათ შორის ზემოთ ხსენებულ ჩიპებზე. ჩინეთის მხრიდან ზეწოლა კი იმაში მდგომარეობს, რომ ტაივანზე კონტროლის დამყარებით ჩინეთის ხელში გადავა წარმოდგენილი ინდუსტრიის მართვის სადავეები, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას შესძენს მას, რაც აპრიორი გაზრდის რეგიონში, ჩინეთის, როგორც გლობალური მოთამაშის როლს, ამით შესუსტდება ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა, თუმცა ეს ანალიზი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომაც ვფიქრობ აჯობებს მივყვეთ იმ გეზს რაც არის დასახული. 


ისტორიული რაკურსი


ტაივანისა და ჩინეთის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში, ერთმანეთთან თანაკვეთაში ხშირად მოდიოდა. კ.ტაივანის თავდაპირველი მაცხოვრებლები იყვნენ აბორიგენი ტომები, რომლებიც სახლობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე საუკუნეებით ადრე სანამ ჩინელი მისიონერები გამოჩნდებოდნენ და დასახლდებოდნენ. მე 17 საუკუნეში, ჩნდება ჰოლანდიური კოლონიები, რასაც მოგვიანებით ანაცვლებს ესპანური ხოლო ბოლოს კი ცინის დინასტიის მმართველობის დამყარებით გრძელდება. საინტერესოა სწორედ ცინის დინასტიის დროინდელი სიტუაცია კუნძულზე. როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ტაივანზე ცინის დინასტიის მმართველობა გავრცელდა, რომელიც გაგრძელდა 1895 წლამდე, ხოლო მომდევნო წლებში, ცნობილი ჩინეთ-იაპონიის ომების შედეგად, კუნძული გადავიდა იაპონიის მმართველობის ქვეშ, რომელიც გაგრძელდა 1945 წლამდე, ანუ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე.


იაპონიის მარცხის შემდგომ, რეგიონში ვითარება შემდეგნაირად განვითარდა; ჩინეთში გაჩაღდა სამოქალაქო ომი კომუნისტებსა (მაო ძედუნის მეთაურობით)  და ნაციონალისტებს შორის (შინგ კაი-შეკი ხელმძღვანელობდა), სადაც კომუნისტურმა მხარემ იმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა, დამარცხებული სამთავრობო ადმინისტრაცია კი გაიქცა კუნძულ ტაივანზე 1949 წელს და დაარსა ჩინეთის რესპუბლიკა, საიდანაც აცხადებდნენ რომ სწორედ ეს მთავრობა იყო ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული და არა ძალით მოსული კომუნისტები. მეორეს მხრივ კომუნისტებმა მთლიანად ჩინეთის ტერიტორიაზე დააარსეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, არ აღიარებდნენ გაქცეულ ადმინისტრაციას და თავს ვალდებულად მიიჩნევდნენ დაებრუნებინათ ტაივანი თავიანთ მმართველობაში. 


კუომინტანგი (ჩინეთის ნაციონალისტური პარტია), კ. ტაივანზე გადასვლის ადრეულ წლებში, და მის მიერ ჩამოყალიბებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ახერხებდა მოეპოვებინა აღიარება სხვა ცივილური სახელმწიფოების მხრიდან აღიარება, როგორც ლეგიტიმური მთავრობა მთლიანი ჩინეთისა, მათ შორის იყო აშშ-ც, თუმცაღა 1970 წლიდან ეს მიდგომა შეიცვალა და ლეგიტიმურ მთავრობად უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაცია აღიარებდნენ „ერთი ჩინეთის პოლიტიკი“-ს საფუძველზე, როგორც ქვეყნები ისე საერთაშორისო ორგანიზაციები.


მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ტაივანმა განიცადა ძირეული ტრანსფორმაცია, ავტორიტარული რეჟიმიდან მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ წყობაზე გადავიდა. მისმა ეკონომიკამ დრამატული ზრდა განიცადა, რაც გამოიხატებოდა ძირითადად კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და წარმოების ინდუსტრიაში, იგი ასევე გახდა „ოთხი აზიური ვეფხვიდან“ ერთ-ერთი სახელმწიფო. 1990 წლიდან კი იყო არაერთი მცდელობა გაუმჯობესებულიყო ტაივანსა და ჩინეთს შორის ჯვარედინი ურთიერთობები (cross-strait relations). ორმა სახელმწიფომ შეძლო გარკვეული მიმართულებებით შეთანხმებებისთვის მიეღწიათ, ეს მიმართულებები იყო; ეკონომიკური ვაჭრობა, კულტურული ინტერაქცია და შეზღუდული პირდაპირი ფრენები, თუმცაღა პოლიტიკური შეუთანხმებლობა კ. ტაივანის თაობაზე ისევ რჩებოდა. ორ ქვეყანას შორის ორაზროვანი პოლიტიკა კუნძულის სტატუსთან დაკავშირებით კვლავ გადაუჭრელი რჩება დღემდე, ტაივანი ინარჩუნებს დამოუკიდებელ მთავრობას, კონსტიტუციას, სუვერენიტეტს, სამხედრო ძალას და ამასთან არის რეგიონში ეკონომიკურად ძლიერი ერთეული, მეორეს მხრივ კი ჩინეთისთვის ეს კუნძული არის განუყოფელი ნაწილი და მიზანი საბოლოო გაერთიანებაა.


ჩვენი სტატიის მიზანი და თემა არის, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა იმ კონფლიქტისა, რომლის წამოწყების ალბათობა არც თუ ისე დაბალია. ტაივანსა ჩინეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას ექნება არაერთი განშტოება, რაც გულისხმობს იმას, რომ კონფლიქტის გავლენა არ იქნება მხოლოდ ორ სახელმწფოზე, არამედ მას გავლენა ექნება რეგიონზე და მსოფლიო გეოპოლიტიკაზე. საერთაშორისო საზოგადოება აღმოჩნდება საკმაოდ დელიკატურ სიტუაციაში, სადაც იგი ვალდებული იქნება ჰქონდეს რეაგირება და ამავდროულად მაქსიმალურად გამორიცხოს პირდაპირი ჩარევა. მთავარ ძალებს, როგორებიცაა; ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია, ამასთან რეგიონული მოთამაშეები; ავსტრალია და ინდოეთი აღმოჩნდებიან არჩევანის წინაშე, მიუხედავად მათი სტრატეგიული ინტერესებისა. სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ტაივანის უსაფრთხოება, უნდათ ეს თუ არა, გავლენას ახდენს რეგიონის უსაფრთხოებაზე, ამის გამოწვევით კი კონფლიქტი ტაივანის ყურეში შესაძლოა გასცდეს ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას და გადაიზარდოს უფრო ფართო მასშტაბიან კონფლიქტში. 


ეკონომიკის კუთხით; ტაივანი დღემდე რჩება რეგიონში, და მსოფლიო მასშტაბითაც, მთავარ მოთამაშედ თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით. ომის არსებობის შემთხვევში კი ტაივანის ეკონომიკის რღვევას ნეგატიური ეფექტი ექნება გლობალურადაც, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გავლენას მოახდენს სხვადასხვა ინდუსტრიაზე როგორიცაა; ელექტრონიკაზე, ავტოინდუსტრიაზე და ტელეკომუნიკაციებზე. ამასთან ვფიქრობ უნდა აღინიშნოს, ტაივანის მოწვეტა მთავარო სავაჭრო მარშრუტიდან, რომელიც გამოიწვევს ცალსახად ძირითადი სავაჭრო ცენტრის სტატუსის დაკარგვას, გამოიწვევს გლობალურ ვაჭრობაში შეფერხებებს.


სამხედრო მიმართულება; ჩინეთი ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტიურად ავითარებდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას, შედეგად კი მიიღო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალა, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სამხედრო შესაძლებლბობებით, მის შეიარაღებაშია მოწინავე მიწა-ჰაერი სარაკეტო სისტემები, კიბერ ომის შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი საზღვაო ფლოტი. მისი სამხედრო დოქტრინა ფოკუსირებულია წვდომის საწინააღმდეგო/ტერიტორიის უარყოფის კონცეფციაზე (A2/AD), რომელიც ცდილობს გარე ძალების ინტერვენციის შეკავებას. 


მეორეს მხრივ ტაივანი - რომელსაც გააჩნია ქმედუნარიანი თავდაცვა, ჩინეთთან მიმართებაში აღმოჩნდება მძიმე გამოწვევების წინაშე, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ჩინეთის აბსოლუტურად რიცხობრივი უპირატესობა და ძლიერი და თანამედროვე სამხედრო რესურსები, ამას თან დაერთვის ეკონომიკური ზეწოლისა და კიბერ ომის წარმართვის უნარები, ეს ყველაფერი კი არსებით გამოწვევებს შეუქმნის ტაივანის თავდაცვას. 


გარე ფაქტორები; ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში სტაბილურობის არსებობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ტაივანს, როგორც დამოუკიდებელ სეპარირებულ ტერიტორიად არ აღიქვამს და მისი და ჩინეთის ურთიერთობები „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკით იმართება, მას აქვს და დღემდე აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს ტაივანის ხელმძღვანელობასთანაც. იმის განჭვრეტა, თუ რომელ მხარეს დაიჭერს ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტის გაჩაღების შემთხვევაში საკმაოდ ძნელია, და თუ მხარეს აირჩევს, როგორი იქნება მისი პოზიცია, იქნება ეს სანქციებისა და პოლიტიკური განცხადებების დონით დაკმაყოფილებული თუ უფრო პროაქტიური ქმედებები გამოიკვეთება, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცაღა ცალსახაა, რომ ტაივანზე ამერიკული კაპიტალი დიდია, მაგალითისთვის; Apple, Intel corporation, Microsoft Corporation, IBM Corporation, NVIDIA Corporation, Dell Technologies  და მრავალი სხვა, ცალსახაა რომ წარმოდგენილი კომპანიები ფოკუსირებულნი არიან მომავლის ტექნოლოგიების დანერგვაზე, ხოლო ტაივანი და მისი მიკროჩიპების ინდუსტრია მსუყე ნიადაგია მათთვის. საერთაშორისო რეაგირება ტაივან-ჩინეთის კონფლიქტზე დამოკიდებული იქნება მსხვილი სახელმწიფოების უფრო ფართო სტრატეგიულ გათვლებზე. რეგიონის ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი, ყურადღებით გაადევნებდნენ თვალყურს მოვლენებს და განიხილავდნენ საკუთარ პასუხებს მათი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.


პოტენციური შედეგები


კონფლიქტს ჩინეთსა და კ.ტაივანს შორის რამდენიმე შესაძლო შედეგი შეიძლება მოჰყვეს:


1.    ჩინეთის გამარჯვება: თუ ჩინეთი წარმატებით დაიკავებს ტაივანს, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩინეთი გაამყარებს თავის პოზიციებს, როგორც დომინანტური რეგიონალური ძალა. ტაივანის დემოკრატიული ინსტიტუციების ნგრევა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რღვევა, თვისობრივად უფლებების მიმართულებით ექნება ნეგატიური გავლენა რეგიონში. ამასთან უნდა დავამატოთ, რომ ჩინეთის გამარჯვების შემთხვევაში, იგი ავტომატურად გახდება დამოუკიდებელი და თავისუფალი აშშ-ს იმპორტისგან და თვითონვე იქნება კონკრეტული ეკონომიკური მიმართულებებით მწარმოებელი სახელმწიფო. 


2.    ტაივანის წინააღმდეგობა: ტაივანს გააჩნია ძლიერი არმია და ძლიერი ნება, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი. თუ ტაივანი წინააღმდეგობას გაუწევს ჩინეთის შემოჭრას, შეიძლება წარმოიშვას ხანგრძლივი კონფლიქტი, რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან მსხვერპლს და ინფრასტრუქტურის დაზიანებას. ასეთი სცენარი, სავარაუდოდ, საერთაშორისო დაგმობას გამოიწვევს და პოტენციურად უფრო ფართო კონფლიქტამდე მიგვიყვანს.


3.    მესამედა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო - საერთაშორისო ინტერვენცია: ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, არსებობს საერთაშორისო ინტერვენციის შესაძლებლობა, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან. ეს გამოიწვევს კონფლიქტის უფრო ფართო ომში გადაყვანის რისკს, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება.


მიუხედავად იმისა, რომ ომი ტაივანსა და ჩინეთს შორის რჩება შესაძლებლობად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა ჩართულმა მხარემ აღიაროს უზარმაზარი რისკები და პოტენციური შედეგები. გლობალურმა საზოგადოებამ აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა თავიდან აიცილოს ასეთი კონფლიქტი და მოძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტილებები მიმდინარე დაძაბულობისთვის.


ტაივანსა და ჩინეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას ექნება შორსმიმავალი გეოპოლიტიკური ზეგავლენა, რეგიონის სტაბილურობის რღვევა და პოტენციურად ფართო კონფლიქტის გამოწვევა. ეკონომიკური რღვევა იქონიებს დიდ ნეგატიურ გავლენას საერთაშორისო მიწოდებასა და ვაჭრობაზე. ტაივანის ტექნოლოგიურ წარმოებას სწორედ ეგ უპირატესობა გააჩნია, რომ საერთაშორისო მწარმოებლები თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში დამოკიდებულნი არიან ამ ქვეყნის ნაწარმზე. 


ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობები, მის ეკონომიკურ ბერკეტთან და კიბერ ომის შესაძლებლობებთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის ტაივანის თავდაცვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ფლობს ქმედუნარიან არმიას, მას ექნება რთული ბრძოლა ჩინეთის უზარმაზარ რესურსებთან.


გარე ძალების, განსაკუთრებით შეერთებული შტატების პასუხი გადამწყვეტი იქნებოდა კონფლიქტის ტრაექტორიის განსაზღვრაში. შეერთებულ შტატებს აქვს ინტერესი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების და გამოავლინა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ტაივანს. თუმცა, შეერთებული შტატების ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია გამოიწვევს შემდგომი ესკალაციის და ჩინეთთან ურთიერთობების დაძაბვის რისკს.


საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და განიხილავს მათ პასუხებს მათი შესაბამისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი, განსაკუთრებით ყურადღებას გაამახვილებენ განვითარებული მოვლენების მიმართ, რადგან ტაივან-ჩინეთის კონფლიქტი გავლენას მოახდენს რეგიონულ დინამიკაზე და უსაფრთხოებაზე.


არსებული მონაცემების ანალიზით, შესაძლებლობა იქმნება შევიქმნათ წარმოდგენა, რომ კონფლიქტის გაჩაღების შემთხვევაში პოტენციური გამარჯვება ჩინეთის მხარეს გადავა, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს და გამოწვევის წინაშე დააყენებს არსებულ გეოპოლიტიკურ წესრიგს, რაც გამოწვეული იქნება ტაივანის წინააღმდეგობის გაწევითა და ინფრასტრუქტურის ნგრევით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საერთაშორისო ინტერვენცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცაღა დაშვებითობის პრინციპით თუ დავუშვებთ, ჩარევა არ გამოიწვევს კონფლიქტის დეესკალაციას და პირიქით, ის უფრო ფართო მასშტაბებს გასწვდება.


დასასრულს, ჩინეთსა და ტაივანს შორის ისტორიული ურთიერთობა რთული და მრავალმხრივია. ცინის დინასტიის მმართველობიდან იაპონიის ოკუპაციამდე, ჩინეთის სამოქალაქო ომამდე და ტაივანზე ROC-ის დაარსებამდე, ისტორიული კონტექსტი აყალიბებს მიმდინარე დაძაბულობას და დავას ორ ტერიტორიულ ერთეულს შორის. დღევანდელი სტატუს კვო ხასიათდება დელიკატური პოლიტიკური ბალანსითა და სუვერენიტეტისა და საერთაშორისო საკითხების გადაუჭრელი საკითხებით. ტაივანსა და ჩინეთს შორის ომის შესაძლებლობა არის შემაშფოთებელი პერსპექტივა, რომელიც მოითხოვს დაკვირვებულობასა და პროაქტიულ ძალისხმევას დიალოგისა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების ხელშეწყობისთვის. ასეთი კონფლიქტის შედეგები, მათ შორის გეოპოლიტიკური ცვლილებები, ეკონომიკური შედეგები და სამხედრო სირთულეები, უნდა იყოს შეხსენება რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისა და ტერიტორიული დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის კრიტიკული მნიშვნელობის შესახებ. საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა ამ სიტუაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ აქცენტი კონსტრუქციულ ჩართულობას, კონფლიქტების პრევენციასა და პოტენციური რისკების შემცირებაზე უნდა გააკეთონ, რათა მოხდეს ჩინეთისა და ტაივანის მშვიდობიანი თანაარსებობა.
 

გააზიარე: