მკვლევარი

ბექა ბოჭორიშვილი

მკვლევარი

beqabochorishvili53@gmail.com

ბიოგრაფია

ბექა ბოჭორიშვილი ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარია კონფლიქტების მიმართულებით. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კონფლიქტები, საერთაშორისო ურთიერთობები, ტერორიზმისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები. 

მას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში 9 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება გააჩნია. მუშაობის 5 წელი კი უშუალოდ პარლამენტის აპარატში საკომიტეტო საქმიანობას დაუთმო. საჯარო სექტორში მისი გამოცდილება მოიცავს ევროინტეგრაციის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში სტაჟირებასა და უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობას. არის პარლამენტის წევრის თანაშემწე, ასევე მუშაობს საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით. პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც, არის როგორც სტატიების, ასევე კვლევის ავტორი. 

ბექა ბოჭორიშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის კურსდამთავრებულია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ასევე, გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით. საკვლევი თემის საგანს რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენდა.

სხვა და სხვა დროს გავლილი აქვს 2 თვიანი კურსი სახელწოდებით „დიპლომატია თანამედროვე მსოფლიოში“ ლონდონის უნივერსიტეტში, 2 თვიანი კურსი - „ევროკავშირის საჯარო პოლიტიკა: სოციალური, ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა“ ჰარვარდის უნივერსიტეტში. ამასთან ერთად, იგი არის ადენაუერის ფონდის პროექტის გამარჯვებული, პროექტი შეეხებოდა დეზინფორმაციის გავრცელებასა და მის პრევენციას. 

ბექა ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

ნატო შავი ზღვის რეგიონში

25 აპრ. 2023
მოცემულ სტატიაში საუბარი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაცია - ნატო-ზე, როგორც ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანიზაციაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში წარმოადგენს მხარეს. სტატიაში საუბარი იქნება ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებზე, ამასთან, შევეხებით რუსეთი...
სრულად წაკითხვა

რა მიზნები ამოძრავებდა რუსეთს 2014 და 2015 წელს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისა და მიმდინარეობის დროს?

29 მაი. 2023
ამ სტატიაში საუბარი იქნება რუსეთის მიზნებზე 2014 და 2015 წლებში, იგი გაანალიზებული იქნება დიპლომატიის, ეკონომიკისა და სამხედრო მიმართულებების კატეგორიებიდან.  ისტორიის სხვა და სხვა ეტაპზე რუსეთის სახელმწიფოს ლიდერები ყოველთვის დიდი ინტერესით გამოირჩეოდნენ შავი ზღვი...
სრულად წაკითხვა

პეპლის ეფექტი: თუ ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობები ომში გადაიზრდება

30 აგვ. 2023
სანამ წარმოდგენილი თემის უშუალო განხილვაზე გადავიდოდე, საინტერესო იქნება შევეხოთ ისტორიის მოკლე მიმოხილვას, რადგან დაგვეხმარება იმის გააზრებაში თუ რა ქმედებებმა და ისტორიულმა ნაბიჯებმა მიიყვანა ჩინეთი და ტაივანი დღევანდელ ვითარებამდე.  ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფ...
სრულად წაკითხვა