1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეხუთე ნაწილი - მიხეილ ქავთარაძე)

ავტორი:

ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პუბლიცისტი, პოეტი, ერო­ვ­­ნულ-დემოკრატი მიხეილ ქავთარაძე (1906-2008), რომელიც 1917 წლის შემოდგომიდან თბი­ლისის I გიმ­ნაზი­აში სწავ­­ლობდა, თავის მოგონებებში საყურადღებოდ აღწერს, თუ როგორ ემოციებს აღძრავდა მოზარდ თაობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღ­­­­­დ­­გენა და ბრძოლა მისი დაცვისათვის, რომელიც სამ წელიწადს გრძელდებოდა.

 

მიხეილ ქავთარაძე იგო­ნებდა: “როდესაც დამოუკიდებლობა გამოც­ხად­და, მე ძლი­ერ გახარებული ვიყავი და თეთრწვერა ლამაზი მოხუცი ჟორდანია ამის ავტორად მი­მაჩ­ნდა... მახსოვს და ჩემთვის უბედნიერეს დღედ მიმაჩნია, როდესაც დამო­უკი­დებლობის გამოცხადების შემდეგ ჟორდანიამ რუსთაველის პროსპექტზე თეთრი ვა­რ­დებით შემკულ ორ წყვილ თეთრცხენებშებმულ ეტლით ჩაიარა მთავრობის სასახ­ლი­დან რუსთაველის გამზირის ბოლომდე. ეს ჭაღარა მოხუცი - ერეკლე მეფის, თამარის და დავით აღმაშე­ნებ­ლის შთამომავლად თუ არა, მათი საქმის გამგრძელებლად მიმაჩნდა...

 

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კოტე მაყაშვილის ნათესავის, იუნკერი მაყაშ­ვილის დასაფლავებამ. იგი მოკლულ იქნა 1920 წელს, იუნკერთა სკოლაზე კომუნის­ტე­ბ­ის თავდასხმისას. წესის აგება მაშინ ჩვენი გიმნაზიის გვერდით მდგომ რუსული სტი­ლ­ის ტაძარში ხდებოდა... ისე მოხდა, რომ კუბოს აწევისას, მე სულ პირველ რიგში აღ­მო­ვ­­ჩნდი და თითქმის გვერდით ვუდექი მაყაშვილის დედას, როდესაც ნოე ჟორდანიამ სა­მ­ძი­­მრის თქმით ხელი ჩამოართვა. განურჩევლად იმისა, თუ რა აზრის ვიყავი მაშინ ჟო­რ­და­ნიაზე, ამ სურათმა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა”.

 

ზემოხსენებული კოტე (კონსტანტინე) მაყაშვილი (1875-1927) იყო პოეტი და საზო­გადო მოღვაწე, საქართველოს მწერალთა კავშირის დაარსების ინიციატორი და მისი პი­რველი თავმჯდომარე.
 

იხეილ ქავთარაძის მემუარებში საინტერესოდ არის გადმოცემული 15 წლის ჭა­ბუკის თვა­ლით დანახული ტრაგიკული მოვლენა - 1921 წლის თებერვალში გაჩაღე­ბული რუსეთ-საქართველოს ომი და ოკუპანტთა ჯარის თბი­ლი­სის შემოსვლა.

 

მოგონებებში ვკითხულობთ: “რუსე­თის თავ­დასხ­მაც მოხდა... მახსოვს, როგორ გაიარა ფრო­ნტისკენ მიმავალმა სამ­ხედრო სკოლამ (იუნკერთა). ხალხი მათ ოვა­ციებით აცილებ­და. ცოტა ხნის შემდეგ, ფრონტი ისე მოახ­ლოვდა, რომ მთელი დღი­სა და ღამის განმავ­ლობაში, მა­რთალია, კანტიკუნტად, მაგრამ გა­მუდმებით ზარბაზ­ნე­ბის ხმა ისმოდა. ვერ ვიტყვი, სასოწარკვეთილება და შიში თუ სუ­ფევდა ჩემ გარშემო. მე კი პირადად სრულებითაც არ მოველოდი დამარცხებას, თუმ­ცა ამის შესაძ­ლებ­ლო­ბა­ზე ლაპარაკი ხში­­რად მესმოდა. სკოლაში გამოგვიცხადეს, მებრძოლების გასამხნევებლად ამანა­თე­ბი უნ­და გავუგ­ზა­ვნოთო. დაუყოვნებლივ მთელმა მოწაფეობამ დაიწყო ამანათების მიტანა.

 

მინდა მკითხველს მივაწოდო ერთი რამ საუბარი, რომელიც მე ჩვენს სუფრასთან გავიგონე და მაშინდელი გაკვირვების გამო, შინაარსი დღემდე დამამახსოვრდა. სუფრას უჯდა ერთი პოლკოვნიკი არტილერიისა, გვარად კიზირია. იგი ფრონტიდან იყო მოსუ­ლი, მაგრამ საკვირაო ჩოხა ეცვა, მოვერცხლილი ქამარ-ხანჯლით და სამხედრო სამ­ხა­რუ­ლებიც ჩოხაზე ეკერა. იგი ამბობდა:

 

- ფრონტი ჩვენთან ისე ახლოა, წარმოიდგინეთ ას­ე­­თი საშინელება, რომ მოი­სუ­რ­ვონ, ყოველ წუთს შეუძლიათ მათ ოპერა დაგვინგ­რიო­ნ, - ამასთან აკავშირებდა ქარ­თუ­ლი ჯარის გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნას.

 

მისმა სიტყვებმა საშინლად გამაკვირვა. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ოპერის დანგრევაზე ტირილი, თუ ქვეყანას საშიშროება მოელის-მეთქი.

 

მეორე სტუმარმა კიდევ “უკეთესი” რამ სთქვა:

 

- ღმერთო, არ ვიცი როგორ მოვიქ­ცე, მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, მებრ­ძო­ლ­თა შორის ვიყო, მაგრამ რა ვუყო, წვრილ­შვილის პატრონი ვარ.

 

ამანაც გამაკვირვა, მაგრამ არა ისე, როგორც ეს დღეს მაკ­ვი­რ­ვებს. ახლა თავს ვეკითხები, ამ ქართველებს ესმოდათ კი, თუ რასა როშავდნენ?! იქ­ნებ ეს საერთო მოვლენა არც იყო, მაგრამ ასეთი რამ გავიგონე...

 

რუსთაველის პროს­პე­ქ­ტ­ზე, რომლის მზიანი მხარეც მოსეირნე ხალხით იყო გა­ჭე­დილი, ერთმა მხედარმა, რო­მე­ლიც აქ, საფრანგეთში გავიგე, იუნკერი მიხეილ დადიანი ყოფილა, ცხენი ჩამოაქროლა და ხმამაღლა ყვიროდა:

 

- მტერმა ზურგი გვიჩვენა, გაუმა­რ­ჯოს ჩვენს ჯარს!

 

მოსეირნეები მას ტაშით აცილებდნენ...

 

სკოლაში ამბავი მოგვივიდა - ფრონტზე მარო მაყაშვილი მოკლესო. მაროც კო­ტე მაყაშვილის ასული იყო. მოწაფეები ამ ამბავმა ძლიერ დაამწუხრა.

 

თბილისის დატოვება ყველასათვის მოულოდნელად მოხდა. მე პირადად შუაღამი­სას გავიგე... ფანჯარა გავაღე და ვხედავდი, ჯარის სხვადასხვა ნაწილები როგორ მიდი­ოდ­ნენ ვაკის მიმარ­თუ­ლე­ბით. დილით კი ქალაქში სრული სიჩუმე იყო...

 

ჩვენი სახლის გვერდითა სახლში საპურე იყო. წინ ცარიელი ავტომობილი იდგა, რომელსაც პურით ტვირთავდნენ. ამ დროს, როდესაც მანქანა უკვე სავსე იყო, მანქანის გარშემო ჩოჩქოლი ატყდა. მძღოლს ფრონტისაკენ უნდა წაეღო ის პური. თავშეყრილი ხალხი გაჰყვიროდა:

 

- ფრონტზე პური ვის უნდა წაუღო, ჯარმა ფრონტი დატოვა.

 

ვიღაცამ დაიძახა:

 

- ეგ მაგან მშვენივრად იცის, თვითონ უნდა გაყიდოს პური.

 

ხალხი მანქანას მიესია. ყველა სხვადასხვა მიმართულებით მირბოდა იღლიებში ამო­ჩ­რილი პურით...

 

შუადღე მოწევნილი იყო, წითელი ჯარის ნაწილები რომ გამოჩნდნენ. რუსთა­ვე­ლის პროსპექტი მთლად ცარიელი იყო. საიდან იყო, საიდან არა, რაც რუსთაველის პრო­ს­­პე­ქ­ტ­ზე მცხოვრებთ რუსი გორნიჩნები და კუხარკები ჰყავდათ, ქუჩაში გამოეფინნენ და ჯა­რი­სკაცებს კოცნიდნენ.

 

ნაშუადღევი იყო, მთავრობის სასახლესთან, რომელიც ოპერის გვერდით მდგომ კადეტთა კორპუსის ყოფილ შენობაში იყო მოთავსებული, ხალხის გროვა შევნიშნე. შე­მ­დეგ სახლის სახურავზედ გამოჩნდნენ ვიღაცეები. ისინი ქართულ დროშას ხსნიდნენ, რომ მის ნაცვლად რუსული წითელი დროშა აღემართათ. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამის მოქმედთა შორის ჟორდანიას რუსი მეეტლე ვიცანი”.

 

აქვე დავსძენთ, რომ ამ მოგონებაში მოხსენიებული კოტე მაყაშვილის ასულმა მარომ (1902-1921) 19 წლის ასაკში თავისი უმანკო სიცოცხლე გმირულად შესწირა საქართველოს და­მო­­უკი­დებ­ლო­ბის დაცვისათვის ბრძო­ლას.

 

რაც შეეხება ზემოხსენებულ მიხეილ დადიანს (1899-1970), ის გახლდათ ვა­ჟი თა­ვ­ად ნიკოლოზ (კოკი) ნიკოლოზის ძე დადიანისა (1879-1939), რომელიც დედის _ თამარ შერვაშიძის მხრი­დან იყო შვილიშვილი აფხაზეთის მთავრისა მიხეილ შერვაშიძისა (1806-1866), რომელიც 1822-1866 წლებში მთავრობდა. მიხეილ დადიანის და იყო ბაბო (ვა­რ­ვარა) ნიკოლოზის ასული დადიანი-მასხა­რა­შ­ვი­ლისა (1903-2001). მიხეილ დადიანი მსა­ხუ­რობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბ­ლი­კის შეიარა­ღე­ბულ ძალებში, ხოლო ემი­გრაციაში წასვლის შემდეგ - პოლონეთის არმიაში (1921-1939), სადაც კა­ვა­ლერიის ოფი­ცრად ირიცხე­ბოდა.

 

მეექვსე ნაწილი - მიხეილ კეკელიძე

გააზიარე: