მკვლევარი

აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი

კავკასიისმცოდნეობისა და ბალტიის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელი

nikolai.javakhishvili@tsu.ge

ბიოგრაფია

აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ კავკასიათმცოდნეობისა და ბალტიის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელია. ამავდროულად იგი კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

2009 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 2018 წლიდან საქართველოს უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; ლიტვის დიდი სამთავროს ინსტიტუტის (ქ. კაუნასი, ლიტვა) სამეცნიერო საბჭოს წევრი; საქართველოს ლატვიელთა საზოგადოება "Ave Sol!" საპატიო წევრი; საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამომავალი რამდენიმე სამეცნიერო კრებულის სარედაქციო კოლეგიისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი; როგორც საისტორიო მეცნიერების დამხმარე დარგების (მათ შორის: ფალერისტიკა, ბონისტიკა, ნუმიზმატიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ვექსილოლოგია და სხვ.) სპეციალისტი, უშუალოდ მონაწილეობს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლიკის შემუშავებაში. იკვლევს საქართველოს და კავკასიის ისტორიის, ასევე მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებს.

ნიკო ჯავახიშვილი მსახურობდა საქართველოს არმიაში. 1996-1998წწ. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

მან 1995 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო თსუ-ს ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. პროფესორთა საბჭომ მიანიჭა დოცენტის წოდება (2000 წ.). 2003-2006 წწ. მიწვეული იყო პროფესორის თანამდებობაზე; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: "ქართული ფალერისტიკა" (1997 წ.), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ქართული ბონისტიკა" (2003 წ.).

ნიკო ჯავახიშვილი არის ავტორი 260-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა (მათ შორის 21 წიგნისა), რომლებიც გამოქვეყნებულია: ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, ლატვიურ, რუსულ, სომხურ, თურქულ და არაბულ ენებზე; არის ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი (2014) და იმავე აკადემიის უცხოელი წევრი (2022) ისტორიის დარგში - "ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის". ავტორია წიგნებისა: "Ieskats Gruzijas un Baltijas tautu attiecību vēsturē", Rīga, 2015 (ლატვიურ ენაზე); "Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений" (Рига, 2015; Тбилиси, 2019) და სხვ.
 

1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (პირველი ნაწილი - გე­რონ­ტი ქიქოძე)

1921 წლის 11/12 თებერვლის ღამეს, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რეს­პუბ­ლიკის მხრიდან სა­ქა­რთველოს დე­მო­კრატიული რეს­პუ­ბ­ლი­კის სახელმწიფო საზღვრებში ომის გამოუცხადებლად შემოიჭრნენ რუ­სე­­თის საბ­ჭო­თა ფედერაციული სო­ცია­ლი­სტური რეს­პუ­ბ­ლიკის XI არმიის ნაწილები. მალ...
სრულად წაკითხვა

1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეორე ნაწილი - ვლადიმერ (ლადო) ჯაფარიძე)

ვლადიმერ (ლა­დო) ჯა­­ფა­რიძე   იხილეთ პირველი ნაწილი   პედაგოგი, მთარგმნელი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ (ლა­დო) ჯა­­ფა­რიძე (1887-1981), რომელიც მხატვარ უჩა ჯაფარიძის (1906-1988) ძმა გახლ­დათ და 1919 წლის შემოდგომიდან - 1921 წლის იანვრამდე მსახურ...
სრულად წაკითხვა

1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მესამე ნაწილი - გიორგი ნადირაძე)

მესამე ნაწილი  - გიორგი ნადირაძე   1921 წლის თებერვლის მიწურულს საქართველოსა და მისი დედაქალაქში მომ­ხ­და­რი მოვლენების თვი­თმხილველთა შორის იყო გიორგი ალექ­სანდრეს ძე ნადირაძე (1902-1960), მომავალში - ცნობილი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთა­რ­გმნელი და მწერალი. მი­სი ს...
სრულად წაკითხვა

1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეოთხე ნაწილი - ლიზიკო ქავთარაძე)

საქა­რ­თ­­ველოს იძულებითი გასაბჭოების შესახებ სა­ყუ­რადღებო ცნობები შემო­გ­ვი­ნახა მისმა თვითმხილველმა ლი­ზიკო ქავ­თა­რაძემ (1905-1988), რომელიც დაიბადა და აღი­ზარდა ქაიხოსრო ქავთარაძის - სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის და ილია ჭავჭავაძის...
სრულად წაკითხვა

1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეხუთე ნაწილი - მიხეილ ქავთარაძე)

ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პუბლიცისტი, პოეტი, ერო­ვ­­ნულ-დემოკრატი მიხეილ ქავთარაძე (1906-2008), რომელიც 1917 წლის შემოდგომიდან თბი­ლისის I გიმ­ნაზი­აში სწავ­­ლობდა, თავის მოგონებებში საყურადღებოდ აღწერს, თუ როგორ ემოციებს აღძრავდა მოზარდ თაობაში საქა...
სრულად წაკითხვა

1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეექვსე ნაწილი - მიხეილ კეკელიძე)

მწერალმა და მეცნიერმა მიხეილ სევერიანეს ძე კეკელიძემ (1911-1996), რომელიც აკა­­დე­მიკოს კორნელი კეკელიძის (1879-1968) ძმისწული გახლდათ, თავის მემუარებში გა­რ­კ­ვეული ად­გი­ლი დაუთმო საქართველოს ოკუპა­ცი­აზე მსჯე­­ლობას, რომელიც ათიოდე წლის ასაკში საკუთარი თვალით იხილა დ...
სრულად წაკითხვა

1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეშვიდე ნაწილი - გივი ჟორდანია)

ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თედო ჟორდანიას (1854-1916) შვი­ლიშვილი - გივი გიორგის ძე ჟორდანია (1911-2001) - ისტორიის მეცნიერებათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სიტეტის შუა სა­უკუნეების კათედრის გამგე გახ­...
სრულად წაკითხვა

1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მერვე ნაწილი - სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი)

  სოფიო ჩიჯა­ვა­ძე-კედიასი (1885-1993), რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერ­ო­ვ­ნულ-დემოკ­რა­ტიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის და თავმჯდომარის - სპი­რი­დონ კე­დიას მე­უღლე და ცხოვრების უერთგულესი თანამგზავრი გახლდათ, მას­თან ერ­თად ემიგ­­რა­ციაში, საფრანგეთის დედაქა...
სრულად წაკითხვა