რამდენად არის შესაძლებელი თურქეთი გაზის ჰაბი გახდეს? პასუხი: სრულიად შესაძლებელია მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯებით

ავტორი:

თურქეთს ყველა პირობა აქვს გაზის ჰაბი მარტივად, შედარებით მცირე დანახარჯებით და მოკლე დროში გახდეს თუ რუსეთიდან, აზერბიჯანიდან, ირანიდან და თურქმენეთიდან (ირანის გავლითაც), არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებით მეტი რაოდენობის გაზს შეიტანს, არსებული რეგაზიფიკაციის ტერმინალებს თხევადი გაზის ტერმინალებად გარდაქმნის და გააფართოვებს.[1] თუ ეს განხორციელდა საქართველო როგორც სამხრეთული გაზის კორიდორის მასპინძელი ქვეყანა თურქეთში გაზის ჰაბის ჯაჭვის შემადგენელი რგოლი გახდება.

თურქეთს უკვე აქვს საბერძნეთთან და ბულგარეთთან (ძველი საბჭოთა პერიოდის) დამაკავშირებელი გაზის მილსადენები. მათი გაფართოება შესაძლებელია მოკლე დროში, ზომიერი დანახარჯებით. ამასთან თურქეთს აქვს თხევადი გაზის მიღების ტერმინალები და შეუძლია ისინი თხევადი გაზის რეექსპორტის ტერმინალებად გარდაქმნას მოკლე დროში, ნაკლები დანახარჯებით. ნაკლები დანახარჯებით იმიტომ, რომ როგორც მილსადენები ისე რეგაზიფიკაციის ტერმნალების შემთხვევაში ადგილზეა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ახალი ინფრასტრუქტურის აშენების შემთხვევაში ხარჯის მნიშვნელოვან წილს შეადგენს.

თხევადი გაზი გაცილებით მოქნილია ვაჭრობის და მიწოდების თვალსაზრისით, რაკი მილსადენისგან განსხვავებით ერთ ბაზარზე არ არის მიბმული. მისი მიწოდება, ერთი ბაზრიდან მეორეზე გადასროლა მეტი მოგების მისაღებად, გაცილებით მარტივია და სწრაფად შესრულებადი როგორც პირდაპირ, ისე გაცვლითი ოპერაციებით. ამიტომ, დიდი ალბათობით გაზის ჰაბის ძირითადი კომპონენტი შეიძლება სწორედ თხევადი გაზი გახდეს.

რაკი საქართველოზე გადის სამხრეთ კავკასიური გაზის დერეფანი, მისი გაფართოებით და თურქმენული გაზის სისტემაზე დაერთებით საქართველოც გახდება თურქეთში სავარაუდოდ მოწყობილი გაზის ჰაბის ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ეს საკითხი ჩვენთვისაც საინტერესოა და მასზე თვალყურის მიდევნება საგულისხმო.

2022 წლის 26 სექტემბერს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე მომხდარი დივერსიის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოგანს ყაზანში 13 სექტემბერს შეხვედრის დროს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის იდეა შესთავაზა. პრეზიდენტმა ერდოგანმა ეს წინადადება დიდი ხალისით მიიღო. მხარეები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა გაზრდის მის როლს საერთაშორისო არენაზე და მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბებას განაპირობებს.

ზოგადად იმისთვის, რომ გაზის ჰაბი გახდეს ქვეყანამ რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, კერძოდ:

  • ჰქონდეს კარგად განვითარებული გაზის მილსადენების სისტემა;
  • ჰქონდეს გაზის შემოტანის დივერსიფიცირებული და დიდი რესურსების მქონე თურქეთი, ისევე როგორც საქართველო, მდებარეობს გაზით უმდიდრეს რეგიონში, პოტენციური წყაროები:აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, თურქმენეთი;
  • ჰქონდეს  გაზსაცავები ზამთარ -ზაფხულის მოხმარების დასაბალანსებლად;
  • და რაც მთავარია ახლოს იყოს (კარგი მდებარეობა ჰქონდეს) როგორც გაზის წყაროსთან, ისე სამომხმარებლო ბაზართან;

და თურქეთს ყველა ეს წინაპირობა აქვს.

თურქეთს, თუ ძალიან მოინდომებს, დღესვე შეუძლია გაზის ექსპორტიორი გახდეს თუ რუსეთიდან იმდენი რაოდენობის გაზს შეიტანოს, რომ თავისი თხევადი გაზი (წლიურად 10 მლნ ტონა) ევროპის გაზის პლატფორმებზე გაყიდოს. რუსული გაზი დასანქციების და ევროკავშირის ბაზრიდან დიდწილად გამოდევნის შემდეგ  ფასითაც მიმზიდველია და რაოდენობითაც არ არის შეზღუდული. ამიტომ საწყის ეტაპზე რუსული გაზის დრაივით და 2026 წლიდან რეგიონის სხვა გაზის მიწოდების გაზრდის შემდეგ  თურქეთს გაზის ჰაბად ჩამოყალიობების დიდი პოტენციალი აქვს. 2026 წელი ნიშნულად აღებულია იმიტომ რომ, ჯერ ერთი ამ დროს გადის მაქსიმალურ წარმოებაზე მისი საქარიას გაზის საბადო შავ ზღვაში და მეორე არსებული გაზის კონტრაქტების ვადები ეტაპობრივად იწურება. ეს საშულებას მისცემს გაზის მიწოდების ახალი კონტრაქტები ახალი პირობებით დადოს, იმგვარად, რომ კარგად მოარგოს ქვეყნის გაზის ჰაბად გადაქცევის ამოცანას.

თურქმენეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მცირე 10 მლდ.მ3 წლიური გამტარობის ტრანსკასპიური გაზსადენის აშენების და სამხრეთულ გაზის კორიდორზე გამტარობის ამავე რაოდენობით გაზრდის შემდეგ გაცვლითი ოპერაციებით შესაძლებელი გახდება ახლა უკვე თურქმენული გაზი გავიდეს ევროპის დეფიციტურ ბაზარზე. ამ ინტერკონექტორის აშენებას კასპიაზე არც დიდი დრო და არც დიდი სახსრები არ სჭირდებას. თურქმენული გაზის დასავლეთის მიმართულებით გადმოსროლის სწორედ ამ გზას განიხილავენ  რეალისტურად ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები.

ამავე დროს თურქეთს შეუძლია გაზის რეგიზიფიკციის ტერმინალები სულ მარტივად გათხევადების ტერმინალებად გარდაქმნას, რაკი გაზსადენები და ინფრასტრუქტურა იქ უკვე არსებობს და მხოლოდ გამყინავი ტანკების ინსტალაცია მოუწევს (ასეთი ობიექტის ცარიელ ადგილზე აშენების დროს საერთო დანახარჯებში ინფრასტრუქტურის ხარჯს დიდი ადგილი უჭირავს).

ამგვარად თურქეთის გაზის ჰაბად გადაქცევის ყველა ხელშემწყობი პირობა აქვს, კერძოდ:

  1. გეოპოლიტიკური მდებარეობა

არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ თურქეთს საუკეთესო გეოპლიტიკური მდებარეობა უჭირავს გაშლილია რა ევროპის და ახლო აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, ესაზღვრება შავი ზღვით რუსეთს, ხმელეთით ახლო აღმოსავლეთს და ახლოს არის რესურებით მდიდარ ცენტრალურ აზიასთან საქართველოსა და აზერბაიჯანის საშუალებით. ამასთან თავადაც  ხმელთაშუა ზღვაზე გადის.

  1. დიდი გამტარობის გაზსადენების სისტემა
  1. რუსეთიდან შემომავალი-Blue Stream (31 mld.m3- 2003), TurkStream (31მლდ.m3 -აშენდა 2020)
  2. ბულგარეთთან დამაკავშირებელი - TransBalkan Gas Pipeline(27მლდ. m3 –  აშენდა 1988 )
  3. საბერძნეთთან დამაკავშირებელი- Turkey -Greece Interconnector(11 მლდ.მ3- აშენდა 2007)
  4. ირანიდან შემომავალი- (14 მლდ მ3, აშენდა 2001)
  1. რეგაზიფიკაციის ტერმინალები
  1. Marmara Ereglisi LNG- 5,9 მლნ. ტონა წლიურად
  2. Aliaga LNG -4,4 მლნ. ტონა წლიურად

მოტივტივე რეგაზიფიკაციის ტერმინალები იზმირთან და ჰატაის პროვინციაში

  1. გაზსაცავები
  1. Salt Lake – 5,4 მლნ ტონა
  2. Silivri- 4,6 მლნ ტონა
  1. აქვს ადგილობრივი საკუთარი გაზის წარმოება და შეუძლია გაზზე მოთხოვნის გრაკვეულწილად დაკმაყოფილება. 2020 წელს თურქულმა კომპანიამ 540მლდ.მ3 გაზი აღმოაჩინა შავ ზღვაში საქარიას საბადოში. 2023 წელს ამ საბადოზე წარმოებულმა გაზმა შიდა მოხმარების 20% დააკმაყოფილა, მაქსიმუმ წარმადობაზე საბადო 2026 უნდა გავიდეს. უფრო მეტიც, თურქეთი ცდილობს თურქული კვიპროსის აქვატორიაში  სავარაუდოდ არსებული გაზის მოპოვება დაიწყოს.

თურქეთში შემავალი გაზსადენების წლიური გამტარობა (90 მლდ.მ5 თხევადი გაზის ჩათვლით) უფრო მეტია, ვიდრე მისი შიდა მოხმარება (45 მლდ.მ3). ამიტომ ევროკავშირთან დამაკავშირებელი არსებული მილსადენების გამტარობა, რეგაზიფიკაციის ტერმინალებისა არსებობა და გაზსაცავები თურქეთის გაზის ჰაბად ჩამოყალიბების ხელშემწყობ წინაპირობებს ქმნის.

პრეზიდენტ ერდოგანის მოქნილმა პოლიტიკამ (და პოლიტიკის კორელაციამ პრეზიდენტ პუტინთან) სირიაში და ყველგან რეგიონში, შეიძლება ქვეყნის  გაზის და ლოჯისტიკის ჰაბად გადაქცევის  სურვილი რეალობად აქციოს.

 

[1] www.naturalgasworld.com Turkey Regional Gas Hub Could Be Operational in 2025, 1th. November 2024

გააზიარე: