მკვლევარი

ლიანა ჯერვალიძე

უფროსი მკვლევარი

lianajervalidze@gmail.com

ბიოგრაფია

ლიანა ჯერვალიძე 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 ოქტომბრამდე მუშაობდა  საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ენერგეტიკული უსაფრთხოების და ტრანზიტის, აგრეთვე კასპიისა და შავი ზღვების კავშირებადობის საკითხებზე. ამ პოზიციაზე იგი:

მონაწილეობდა პრეზიდენტის ვიზიტების მომზადებაში, ამზადებდა ორკვირიან ანგარიშებს ენერგეტიკის და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების აქტუალურ საკითხებზე საქართველოსა და კასპია-შავი ზღვების რეგიონში; მონაწილეობდა პრეზიდენტის თანმხლებ დელეგაციებში ბაქოში, ბუქარესტში, კიევში, ჟენევაში, ვენაში და კვიპროსზე და სხვა;
 
წარმოადგენდა პრეზიდენტის ოფისს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების კომიტეტში და ამავე მიმართულების სამინისტროში, ასევე ენერგეტიკასა და ტრანზიტის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ინსტიტუციებთან, კეძოდ: ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს საზღვაო სააგენტო, ტრანსპორტის სააგენტო, განახლებადი ენერგიების ასოციაცია, ორგანიზაცია დედამიწის მეგობრები და სხვა.
 
საქართველოს პრეზიდენტის ოფისის სახელით მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში, რომლებმაც შეიმუშავეს ეროვნული ენერგეტიკის და კლიმატის გეგმა 2030 წლამდე, წყალბადის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონახაზი, მონაწილეობდა ენერგეტიკის და ტრანსპორტი მიმართულების კონფერენციებში თბილისში, ფოთში, ბათუმში, აშხაბადში, ბუქარესტში და სხვა;
 
მოამზადა და წარმართა კასპია-შავი ზღვების ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირებადობის პანელი ქალთა მეორე ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ქარტიიდან, გაეროს ევროპული ეკონომიკური კომიტეტის, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა, აგრეთვე ექსპერტებმა აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან;

2009 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მკვლევარ-ანალიტიკოსად კონტრაქტით, როგორც მიწვეული სპეციალისტი. მისი კვლევის საგანი არის საქართველოს გაზით მომარაგების უსაფრთხოების და სამხრეთული გაზის კორიდორის განვითარების საკითხები. იგი არის ვაშინგტონში ბაზირებული ჯორჯ კენანის სახელობის გაღრმავებული რუსული კვლევების (Kennan Institute of Advanced Russian Studies,  Washington DC)  და ბრიტანეთში ბაზირებული რედინგის უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების ცენტრის ელამნაი (Reading University Business School Eurasia Studies Project, UK.). 2019 წლამდე იგი რეგულარულად გამოდიოდა საქართველოს ტელე და რადიო სივრცეში ასევე ამერიკის ხმის, რეიტერსის და რადიო თავისუფლების სივრცეში საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და რეგიონული განვითარების საკითხებზე. 

ლიანა ჯერვალიძეს დიდი სამუშაო აქვს გაწეული საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების (გაზით მომარაგების უსაფრთხოება), ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ ასპექტების თემაზე, საქართველოს პოზიციონირებაზე ენერგოგაერთიანებაში სრული გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში,  და სამხრეთული გაზის კორიდორის განვითარების საკითხებზე. იგი პერიოდულად მონაწილეობს და სიტყვით გამოდის როგორც დამოუკიდებელი ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიტიკოსი საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც ეძღვნება სამხრეთული გაზის კორიდორის განვითარების საკითხებს და ტარდება ალმატში, აშხაბადში, ბაქოში, სტამბულში, ბერლინში, ფრანკფურტში, კატოვიცეში, ვარშავაში, ბუქარესტში, ლონდონსა და ვილნიუსში.

2009-2010 წლებში ლიანა ჯერვალიძე იყო ნორვეგიის ატლანტიკური საბჭოს (Norwegian Atlantic Committee) მიერ დაფინანსებული მედიის განვითარების, ენერგოუსაფრთხოების და გარემოს დაცვის პროექტის დირექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2007-2008 წლებში იგი მუშაობდა როგორც ექსპერტი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის და იმპლემენტაციის საკითხებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტში  BP-ს დაფინანსებით. 

2006 წლის ივლის-დეკემბერში ლიანა ჯერვალიძე მუშაობდა როგორც უფროსი ანალიტიკოსი USAID-ის პროექტში, რომელსაც ავითარებდა Core International Georgia. იგი ექსპერტთა გუნდთან ერთად მუშაობდა გაერთიანებული ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბიზნეს გეგმაზე (გაზსაცავის ნაწილში).

1993-2005 წლებში იგი მუშაობდა სხვა და სხვა ქართულ და უცხოურ ინსტიტუციებში მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, USAID-ის კონტრაქტორებთან (OSC and IRIS) და კვლევით ცენტრებში, რომლებიც მუშაობდნენ რეგიონული ენერგეტიკული პოლიტიკის და ტრანზიტის პოლიტიკის სტრატეგიულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ასპექტებზე, მათ შორის: კასპიისპირეთის ენერგეტიკული კვლევების პროექტი PSI საქართველო, საქართველო-აზერბაიჯანი ტრანსპორტი და განვითარება “Azerbaijan-Georgia Transport and Development Co  ბაზირებული ბაქოში, აბრეშუმის გზის კონსალტინგი“Silk Road Consulting” ბაზირებული თბილისში.

ლიანა ჯერვალიძე არის ავტორი კვლევისა "რუსეთის ენერგეტიკული  და რეგიონული პოლიტიკა - გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და რეგიონულ ინტეგრაციაზე". კვლევა მომზადდა გლობალური ბაზრების კვლევის მიერ (Global Market Briefings - www.globalmarketbriefings.com), გლობალური უსაფრთხოების ანალიტიკურ ინსტიტუტთან (The Institute of the Analysis of Global Security) და როსნერის ჯგუფთან (Rosner Group) თანამშრომლობით და მხარდაჭერით.  

ლიანა ჯერვალიძის სამუშაო მიმართული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის განვითარების პოტენციალის შესწავლაზე, საქართველოს როლსა და ადგილზე რეგიონული ინტეგრაციის პროცესში. 2003 წლიდან იგი მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილ და განხორციელებული რეფორმების შედეგებზე.

ამჟამად იგი გახლავთ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან (GEDF) არსებული წყალბადის კომიტეტის წევრი, აგრეთვე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 

ლიანა ჯერვალიძე ფლობს ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.

იხილეთ ვრცელი რეზიუმე

რამდენად არის შესაძლებელი თურქეთი გაზის ჰაბი გახდეს? პასუხი: სრულიად შესაძლებელია მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯებით

18 ნოე. 2024
თურქეთს ყველა პირობა აქვს გაზის ჰაბი მარტივად, შედარებით მცირე დანახარჯებით და მოკლე დროში გახდეს თუ რუსეთიდან, აზერბიჯანიდან, ირანიდან და თურქმენეთიდან (ირანის გავლითაც), არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებით მეტი რაოდენობის გაზს შეიტანს, არსებული რეგაზიფიკაციის ტერმინა...
სრულად წაკითხვა