პროფ. ზვიად კირტავას სტატია ჟურნალში World Journal of Public Health

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

აშშ-ის საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა World Journal of Public Health გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია  - International Survey & Analysis of Laws and Regulations Addressing Internet Addiction and/or Problematic Usage of the Internet - "ჯეოქეისის" ჯანდაცვის მიმართულების დირექტორის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის ზვიად კირტავას თანაავტორობით.


სტატია ეხება გლობალურ პრობლემად ქცეულ ინტერნეტ-დამოკიდებულებას, რაც დაავადებათა კლასიფიკაციაში არ არის, თუმცა მისი ორი ფორმა - ონლაინ-გეიმინგი და ონლაინ-გემბლინგი - უკვე შევიდა აღნიშნულ კატეგორიაში.
 

ნაშრომში მოცემულია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში პრობლემის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის მიღებული სახელმწიფო, საჯარო და ბიზნეს-რეგულაციები.  სტატიის დანართში მოცემულია 66 კანონისა და რეგულაციის იდენტიფიკაცია და შეჯამება, რომელთაგან თითოეული აღწერილია სპეციალური ფორმატის თანახმად და კლასიფიცირებულია ძირითადი პრინციპებისა და გადაწყვეტის მიდგომების მიხედვით. აღნიშნული ანალიზი მსოფლიოში პირველი მცდელობაა, რომ მოხდეს ინტერნეტ-დამოკიდებულების საკანონმდებლო რეგულაციების ანალიზი და საერთაშორისო გამოცდილების შედარება, სადაც ჩანს სერიოზული რეგულატორული, პოლიტიკური და კულტურული განსხვავებები ჯანდაცვის და სოციალური სფეროს ამ მნიშვნელოვანი პრობლემის კომპლექსურად გადასაწყვეტად.
 

იხილეთ სტატია ინგლისურ ენაზე.

გააზიარე: