ალუმნი
bacha.kiria.1@iliauni.edu.geბაჩა ქირიამ 2021 წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შავი ზღვის რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოება, საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.
2017 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციაში, სასწავლო პროგრამასა და ღონისძიებაში. მათ შორისაა საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და სასწავლო ინსტიტუტის სასწავლო პროგრამა, „დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა“; ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.