ალუმნი
beruashvili.liza@gmail.comლიზა ბერუაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის სფერო ევროატლანტიკურ მიმართულებას მოიცავს.
2018 წლიდან ლიზა ეუფლება ფრანგულ ენას, დაინტერესებულია ფრანგული კულტურით და მაგისტრის ხარისხის მისაღებად სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში გეგმავს.
საუნივერსიტეტო განათლების ფარგლებში ლიზას შესრულებული აქვს რამდენიმე კვლევითი ნაშრომი: „შვეიცარიის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის შეთავსება ევროკავშირის წევრობის იდეასთან“, „შოტლანდიისა და ჩრდ. ირლანდიის ტერიტორიული ხმა - მათი გამოყოფისა და ხელახალი შეერთების სტრატეგიები „ბრექსიტის“ კვალდაკვალ“, „ოპერაცია „მდგრადი თავისუფლება“ და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი“.
„ჯეოქეისის“ სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ დამთავრების შემდგომ, 2021 წლის ივლისში, ლიზამ მონაწილეობა მიიღო და წარმატებით დაასრულა დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის სრული კურსი „ევროპული სამოქალაქო ერის ფორმირება საქართველოში“.