ინტერვიუ „ჯეოქეისი“-ს მკვლევართან, ხათუნა ბურკაძესთან, ციფრული მმართველობის განვითარების აუცილებლობაზე

18 მარ. 2020

„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ ონლაინ სწავლების ფორმატებსა და ელექტრონული მმართველობის არაერთ შესაძლებლობაზე ისაუბრა. 


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „დისტანციური სწავლების თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილება თვალსაჩინოა, რადგან მან შექმნა შესაბამისი ონლაინ ფორმატები. სასურველია მისი გამოცდილების გაზიარება. მით უფრო, რომ ესტონეთმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მზად არის დაეხმაროს სხვა ქვეყნებს და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ შექმნილი ციფრული განათლების ხელშემწყობი პლატფორმების შესახებ.“


ხათუნა ბურკაძე მიიჩნევს, რომ ციფრული, ელექტრონული მმართველობის გაძლიერება  გულისხმობს - პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესისთვის ინტეგრირებული, კოორდინირებული და თანამედროვე ელექტრონული სივრცის შექმნას, რომლის მეშვეობით სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დისტანციურად შეუფერხებლად შეძლებენ გამოწვევების, საკითხების მიმართ მყისიერ რეაგირებას და სიტუაციის მართვას. მოსახლეობისთვის ახალი ელექტრონული სერვისების შეთავაზებას, მაგალითად, საკონსულო მომსახურების სფეროში შესაძლებელია „ჩეთბოტ კონსულის“ მექანიზმის დანერგვა. ამასთანავე, ციფრული მმართველობის განვითარება ნიშნავს როგორც დისტანციური სწავლების ახალი შესაძლებლობების, პლატფორმების შექმნას, ისე ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობას ტექნოლოგიების შექმნის სტიმულირებითა და ციფრული სავაჭრო ურთიერთობებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფით.

 


გაეცანით ინტერვიუს

გააზიარე: