"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „ბიზნესპარტნიორში“ სამმაგი კრიზისა და საქართველოს შესახებ ისაუბრა

22 აპრ. 2020

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „ეს კრიზისი არის თვისობრივად გამორჩეული, რადგან სახეზეა სამი ელემენტის: ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისის თანხვედრა“. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის კრიზისის ბუნებაზე, რომელიც ადამიანის ნებაზე, განწყობაზე არ არის დამოკიდებული. ასევე, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნულ კრიზისს „დიდი გაჩერების კრიზისი“ უწოდა და დასძინა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევაა აუცილებელი, რათა გარღვევა მოხდეს დანარჩენ ორ ელემენტში.


ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობების რაციონალიზაცია და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეკონომიკურმა გლობალიზაციამ გაუსწრო გეოპოლიტიკურ გლობალიზაციას, რის შედეგადაც მივიღეთ რამდენიმე ჰაბი დამახასიათებელი სერვისებით. მისი თვალთახედვით, შესაძლოა მომსწრენი ვიყოთ ჰაბების გადანაცვლების, ახალი ჰაბების შექმნის. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოლოდინებსა და  რესურსებზე პოსტკორონავირუსულ პერიოდში.

 

თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ
 

გააზიარე: