"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „ანგარიშის ავტორებს ჰქონდათ ამბიცია მიმოეხილათ გლობალური გამოწვევების მთელი კასკადი. თუმცა ეს არის კონკრეტული პარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დონეზე განსახილველი დოკუმენტის მნიშვნელობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი იგნორირება მოვახდინოთ. ანგარიშის ავტორები მძიმე ბრალდებებით გამოირჩევიან. ეს მძიმე ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან ისინი კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს არ ეფუძნება.“ „ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა“ - დასძინა მან.
ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კონგრესმენების შეფასება რეალობას აცდენილია. ამასთანავე, ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია პოლიტიკური რეალობისა და ფიქციის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ის თვლის, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, რათა არ მიადგენს ზიანი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას.
ვიქტორ ყიფიანმა პარტიული ჯგუფების აზრთა სხვადასხვაობაზეც ისაუბრა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემისთვისაც არის დამახასიათებელი.
ამასთან, "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის საკითხები და მისი თანმდევი გამოწვევები მიმოიხილა. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ეკლექტურობაზეც და ამ კონტექსტში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მდგრადობაზე.
იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი
გააზიარე: