"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „არენა“ საარჩევნო პროცესის სტანდარტებზე ისაუბრა

24 ივნ. 2020

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: “დასავლეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი, დაიღალა ჩვენს ქვეყანაში ხელოვნური არასტაბილურობის წყაროების არსებობით. ამ განცხადებებში ასევე ჩანს გულწრფელი სურვილი, რომ ქუჩის დემოკრატიამ გადაინაცვლოს ინსტიტუციურ ფორმატში. გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ ქართული ისთებლიშმენტის ზოგიერთმა ფიგურამ ეს მომენტი დროულად ვერ დააფიქსირა“. 


„საარჩევნო რეფორმა, რომლის მოწმენიც ახლა ვართ, მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების ან ჩამკეტი მექანიზმების თემა არაა. ჩემი გადმოსახედიდან ქართულ პოლიტიკურ ელიტას მიეცა უნიკალური საშუალება, გამოევლინა პოლიტიკური სიმწიფის მაღალი ხარისხი, ფართო ჩართულობის, ფართო თანამონაწილეობის საფუძველზე. „პოლიტიკური ელიტა“ გამორჩეულობას ნიშნავს, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინიც იყო, რომ ქვეყნის რეპუტაციური იმიჯისადმი მიდგომა იქნებოდა ასევე გამორჩეული. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავიანთი სიმწიფე სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით გამოეჩინათ სრულიად სხვა და ახალ ხარისხში. სამწუხაროდ, ეს მათთვის უნიკალური შანსი ხელიდან იყო გაშვებული. თუ ამ სურათს უფრო ფართო ხედით შევხედავთ - ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს მხოლოდ ფორმალურ სტატუსს, ეს კულტურაში ზრდას, პოლიტიკურ სიმწიფეში ზრდას ნიშნავს. კორექტულობა მოითხოვს, რომ არ დავასახელოთ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, სადაც საარჩევნო პროცესი და გამჭვირვალობა კითხვებს ბადებს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ისინი იმ გაერთიანების წევრები არიან, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით. მეორე ფაქტორია დასავლური მიდგომა - განცხადებებიდან მკვეთრად ჩანს, რომ დასავლეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი, დაიღალა ჩვენს ქვეყანაში ხელოვნური არასტაბილურობის წყაროების არსებობით. ამ განცხადებებში ასევე ჩანს გულწრფელი სურვილი, რომ ქუჩის დემოკრატიამ გადაინაცვლოს ინსტიტუციურ ფორმატში. გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ ქართული ისთებლიშმენტის ზოგიერთმა ფიგურამ ეს მომენტი დროულად ვერ დააფიქსირა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი

გააზიარე: