ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს ორგანიზებით ვიდეო შეხვედრა გაიმართა. ონლაინ დისკუსიის მთავარი თემა იყო: “პოსტ-პანდემიური ევროპა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა”. „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე ონლაინ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა. ონლაინ ღონისძიება 2014 წლის 27 ივნისიდან დღემდე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის გასვლის პერიოდს მიეძღვნა. „ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა ლიკა ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის თანამედროვე გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე კოვიდ 19-ის ფონზე. ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი მჭედლიშვილმა გაანალიზა ბრექსიტის გავლენა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, მიხეილ მირზიაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების დინამიკასა და შედეგებზე.
„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის შედეგად შექმნილმა გლობალურმა გამოწვევამ აჩვენა, რომ აუცილებელია დიდმა სახელმწიფოებმა მცირე სახელმწიფოებს მეტი შესაძლებლობები მისცენ, რათა მსოფლიო, რეგიონი უფრო ქმედითი და ეფექტური გახდეს საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში მომავალში. მით უფრო, რომ არაერთმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ აღნიშნა, რომ საქართველო კოვიდ19-ის პანდემიის პირველ ტალღას ეფექტიანად გაუმკლავდა. „ამ ეტაპზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მისი ეკლექტური ბუნებიდან გამომდინარე, მკაფიოდ არ ასახავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რასაც ასოცირების შეთანხმების ფრაზეოლოგიაც ადასტურებს. ხსენებული დოკუმენტი საქართველოს მოიხსენიებს მხოლოდ, როგორც აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას. ასევე, საგულისხმოა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ონლაინ დიალოგის გამართვის შემდეგ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. ხსენებული დოკუმენტით ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს“, - დასძინა მან.
ონლაინ შეხვედრის ჩანაწერის ნახვა
გააზიარე: