"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „რეგიონი ძალიან ფეთქებადსაშიშია, ეს ხდება ჩვენს სამეზობლოში და ჩვენი დაინტერესებაა, რომ ამ კონფლიქტის მორიგი აფეთქება ჩაწყნარდეს, დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს და რეგიონში კვლავ დაიმკვიდროს შედარებითმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ“.
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, კონფლიქტის აფეთქება კვლავ გვახსენებს, რომ სამხრეთ კავკასია რთული ორგანიზმია. “ეს სირთულე განპირობებულია არა მხოლოდ ადგილზე ინტერესების შეუთავსებლობით, არამედ მოზღვავებული, ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთდაპირისპირებული გეოპოლიტიკური გავლენებითა და ინტერესებით, რამაც თავი შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მოიყარა. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, ვინ დაიწყო კონფლიქტი, ახლა ჩვენი საუბრის მიზეზი უნდა იყოს, ჩავწვდეთ ამ კონფლიქტის კონტექსტს, გავიაზროთ ის მთელი სიგრძე-სიგანით და ვიმსჯელოთ იმ ძირითად მოთამაშეებზე, რომლებიც ამ კონფლიქტით შეიძლება იყვნენ დაინტერესებულნი: გარკვეული ესკალაციით, გარკვეული სცენარების განვითარებით, “- დასძინა მან.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კონფლიქტმა იფეთქა არა ყარაბახის ფარგლებში ან მოსაზღვრე ზონაში, არამედ უშუალოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის დემარკირებულ და დემილიტარიზებულ საზღვარზე. მისი თვალთახედვით, ეს ძალიან საყურადღებო და საგანგაში ელემენტია.
ნახეთ ინტერვიუს ჩანაწერი
გააზიარე: