„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკისთვის“ პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ კომენტარი გააკეთა

29 ივლ. 2020

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი შეაფასა. 


ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „მხარეებს შორის საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მოლოდინებს არ დავაღალატებთ.“ 


„სკეპტიკოსებს იმედები გაუცრუვდათ. სატელეფონო საუბარი ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში, ჩვენ ვართ ამერიკის რადარებზე,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 
 

 

იხილეთ ჩანაწერი

გააზიარე: