მკვლევარი

ანჟეი კლიმჩუკი

მრჩეველთა საბჭოს წევრი

aklimczyk@geocase.ge

ბიოგრაფია

დოქტორი ანჟეი კლიმჩუკი წარსულში დაკავებული იყო დიპლომატიური საქმიანობით და დსთ-ს ქვეყნებში მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გააჩნია. იგი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების ექსპერტია (საარჩევნო სისტემების, სიტყვის თავისუფლებისა და მასმედიის საკითხებში). მისი ფართო სამუშაო გამოცდილება, ასევე, მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებს.

1996 - 2000 წლებში, ანჟეი მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ჟურნალისტი და პრეს-ატაშე გახლდათ. 2001 - 2008 წლებში კი მოლდავეთში, ეუთოს მისიის ფარგლებში, პოლიტიკური ოფიცრის პოზიცია ეკავა და მონაწილეობას იღებდა "5+2" ფორმატის მოლაპარაკებების პროცესში, რომლის მიზანსაც დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება წარმოადგენდა.

2010-2017 წლებში, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცრის თანამდებობაზე, ანჟეი კლიმჩუკის მოვალეობებში შედიოდა საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და მონიტორინგი; სასამართლოსა და პენიტენცური სისტემის რეფორმების წახალისება; საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერა. 
 
დოქტორ კლიმჩუკს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში როგორც საყოველთაო, ისე ადგილობრივ და მუნიციპალურ არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება გააჩნია.

იგი ფლობს პოზნანის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს, ასევე, არის საერთაშორისო სამართლის დოქტორი.