მკვლევარი

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი

vakhokapgg@gmail.com

ბიოგრაფია

  • 1978 – 1983  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა-ოკეანოლოგია; ამავე უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა სპეციალობით – მექანიზირებული ოცეულის მეთაური;
  • 1996 – 1997 – ჯ. მარშალის სახელობის სტრატეგიის შესწავლისა და თავდაცვის ეკონომიკის კოლეჯი გერმანიაში (წარჩინებით);
  • 1997 – 1999 – უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული აკადემია, ოპერატიულ – ტაქტიკური ფაკულტეტი (ოქროს მედლით);
  • 2002  - 2003 – აშშ სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯი;
  • 2014  - დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საგანმანათლებლო პროგრამით “სამხედრო ინჟინერია” და მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.  თემა: “სამხედრო ხიდების განვითარების ეტაპები და მათი გამოყენების ხელოვნება საქართველოში”

სამუშაო გამოცდილება:

1983 - 1990 – მეცნერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტი;
1990 - 1991 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშამწე;
1992 - 1993 – ავღანეთის ომის ვეტერანთა ბატალიონის შტაბის უფროსი;
1992 - 1993 – სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური;
1993 -1995 – გენერალური შტაბის საჯარისო დაზვერვის განყოფილების უფროსი;
1995 - 1999 – დაზვერვის მთავარი დეპარტამენტის საჯარისო დაზვერვის სამმართველოს უფროსი;
1999 - 2001 – მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური;
2001 - 2002 – გენერალური შტაბის ჯ-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი;
2003 - 2004 – სწრაფი რეაგირების ძალების მეთაური;
2004 - 2005 – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
2005 - 2006 – საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი უშიშროების საბჭოში;
2006 - აფხაზეთის მთავრობის მინისტრის მოადგილე;
2007 - 008 საქართველოს დესპანი პოლონეთში;
2008 - 2012 – საქართველოს საგარეო დაზვერვის უფროსისი მოადგილე;
2012 - 2013 – გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;
2013 - 2016 – გენერალური შტაბის უფროსი\თავდაცვის უფროსი;
2017 - 2020 – საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში;

სამეცნიერო საქმიანობა:

2017 წლიდან დღემდე – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, სამოქალაქო და სამრეწველო დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი.  

2017 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობდა ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ ფართო სპექტრის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო –პოლიტიკურ სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში, კონფერენციებსა და პანელებში.

ჯილდოები:

დაჯილდოებულია 15 ორდენით, მედლითა და საპატიო ნიშნით, მათ შორის; “ღირსების ორდენით”, “ვახტანგ გორგასლის” მე-3 ხარისხის ორდენით, მედლით “საბრძოლო ჭრილობისთვის”, აშშ ეროვნული გვარდიის საპატიო ორდენით, გერმანიის შეიარაღებული ძალების “ოქროს ჯვრით”, უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემიის ოქროს მედლით, დანიის ტერიტორიული გვარდიის საპატიო მედლით.

არის აშშ სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის “ღირსების დარბაზის” წევრი, უკრაინის სახმელეთო ძალების სამხედრო აკადემიის საპატიო დოქტორი.

ომის 10 თვე, რა იქნება 2023 წელს – "ბათუმელების" ინტერვიუ ვახტანგ კაპანაძესთან

„რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია შესული… სტრატეგიული მიზანი გახდა მინიმუმ რუსეთად აღიარებული ტერიტორიების ნომინალურ საზღვრებამდე გასვლა, მაგრამ ამასაც ვეღარ ახერხებენ რუსები,“ – ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთ...
სრულად წაკითხვა