მკვლევარი

ნიკოლოზ ხატიაშვილი

მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო მდივანი

khatiashvili2@gmail.com

twitter: @NikolozKhatiash
ბიოგრაფია

ნიკოლოზ ხატიაშვილი ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი და საერთაშორისო მდივანია. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის, დემოკრატიის, საერთაშორისო უსაფრთხოების, დაზვერვის და კონტრდაზვერვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხები.  

ნიკოლოზი 17 წელზე მეტია მუშაობს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, აქედან 6 წელი დიპლომატიურ სამსახურში. ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და სხვა ორგანიზაციებში. 2017 წლიდან ის საქართველოს პარლამენტში იკავებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობას. პარალელურად ის ეწევა აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ასევე, არის 12 სტატიისა და კვლევის ავტორი და სპიკერის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში. 

ნიკოლოზ ხატიაშვილი წლების განმავლობაში ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED), გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებას, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ადვოკატირებას.

ნიკოლოზი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი სადოქტორო კვლევის საგანს წარმოადგენს რუსეთის ბირთვული პოლიტიკა და მისი როლი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში. 

ნიკოლოზ ხატიაშვილს სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის,  დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის, LUISS-ის უნივერსიტეტის, ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის, ვენის დიპლომატიური აკადემიის, ეუთო/ოდირის, ევროპის კოლეჯის, ჰერტის სკოლის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის, ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის კოლეჯის, ნატოს ობერამერგაუს სკოლის, ნატო-ს კოლეჯის, თბილისის პოლიტიკური სწავლების     სკოლის, ფონდ ღია საზოგადოების, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, IDFI, რონდელის ფონდის და სხვა ორგანიზაციების სასწავლო პროგრამები. 

ნიკოლოზ ხატიაშვილი არის მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებული, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დემოკრატიული თაობის Generation Democracy -ის წევრი, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიული ქსელის წევრია და აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი (EPAG) .
 
 

ომი უკრაინაში და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა: ხედვა თბილისიდან

1 ივნ. 2023
ცნობილმა პოლონურმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ - კაზიმირ პულასკის ფონდმა "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ნიკოლოზ ხატიაშვილის სტატია გამოაქვეყნა. იხილეთ სტატია  ინგლისურ ენაზე.
სრულად წაკითხვა

ნიკოლოზ ხატიაშვილი: "საქართველო შესაძლოა, გახდეს დამაკავშირებელი პოლიტიკური ხიდი დასავლეთსა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის"

7 იან. 2024
Accent News-ის ინტერვიუ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საერთაშორისო მდივანთან, საგარეო პოლიტიკის მკვლევარ ნიკოლოზ ხატიაშვილთან.   - წლის მიწურულს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ცხადია, ამ მხრივ 2023-მა წელმა ქართველებისთვის ისტორიული თ...
სრულად წაკითხვა