მრჩეველთა საბჭოს წევრი
tad_uehara@hotmail.comტადაჰარუ უეჰარა, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ 2017-2020 წლებში. როგორც მაღალი რანგის დიპლომატს, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური საკითხების მიმართულებით საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია.
გარდა მისი წარმატებული დიპლომატიური კარიერისა, ბატონი უეჰარას პროფესიული პორტფოლიო მოიცავს რამდენიმე მაღალი დონის პოზიციას სადაზღვევო ინდუსტრიაში, კერძოდ იგი მუშაობდა Tokio Marine Holdings-ში, რომელიც იაპონიის უმსხვილესი კერძო სადაზღვევო ჯგუფია, ასევე იაპონიის ოფიციალურ საექსპორტო საკრედიტო სააგენტოში - Nippon Export and Investment Insurance. იგი ფლობს სიღრმისეულ ცოდნას გლობალური რისკების მართვის მიმართულებით.
ამჟამად კი ბატონი უეჰარა სხვადასხვა ნახევარგამტარისთვის ფოტორეზისტული მასალების საუკეთესო მწარმოებელი იაპონური კომპანიის - „ტოკიო ოკა კოგიოს“ - აუდიტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
დამთავრებული აქვს ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (ტოკიო, იაპონია).