მკვლევარი

გიორგი ხუბუა

მრჩეველთა საბჭოს წევრი

giorgi.khubua@hotmail.de

+995 32 2555755

ბიოგრაფია

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრია. მის საქმიანობაში შედის ევროპის კვლევით და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა.

იგი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

პროფ. ხუბუას აქტიური სამეცნიერო კონტაქტები აქვს გერმანიასთან. იყო იენის, ბამბერგის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; კვლევით საქმიანობას ეწეოდა ჰეიდელბერგის მაქს პლანკის საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ჰანოვერის უნივერსიტეტში, ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტში, გერმანიის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტში  (შპაიერი). 

გიორგი ხუბუას სამეცნიერო ინტერესის სფეროებია საჯარო მმართველობა, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, ადამიანის უფლებები, სამართლის მეთოდები. 

არის 80-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო მონოგრაფიების, კონსტიტუციის კომენტარების ავტორი, ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიების წევრი და რედაქტორი. 
 

რატომ (არ) უნდა ვენდოთ პოლიტიკურ პარტიებს

4 ოქტ. 2023
ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ხუბუას სტატია - "რატომ (არ) უნდა ვენდოთ პოლიტიკურ პარტიებს" - გამოქვეყნდა ჟურნალში "არჩევნები და...
სრულად წაკითხვა