მკვლევარი

თედო ჯაფარიძე

მრჩეველი

info@geocase.ge

ბიოგრაფია

ელჩი თედო ჯაფარიძე ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" მრჩეველია. მას საჯარო სამსახურში მუშაობისა და დიპლომატიის სფეროში გამორჩეული გამოცდილება გააჩნია.

2012-2016 წლებში, ეკავა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ასევე, გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი (2016-2018 წწ.). 2019-2021 წლებში, იყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 1992-1994 წლებში კი გახლდათ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის/უსაფრთხოების საკითხებში. 1994-2002 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. 2002 წელს დაიკავა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა, ხოლო  2004 წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2006-2007 წლებში, ვაშინგტონში, იყო ვუდრო უილსონის საჯარო პოლიტიკის სკოლის მკვლევარი. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ეკავა ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის პრეზიდენტის (ბაქო, აზერბაიჯანი) და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივნის (სტამბოლი, თურქეთი) თანამდებობები.

ამჟამად ელჩი თედო ჯაფარიძე საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარეა.

საქართველო: როგორ ვიყოთ რაციონალურები და თანამიმდევრულები ამ არეულ და აყირავებულ მსოფლიოში

25 ივლ. 2023
თედო ჯაფარიძის საუბარი პროფესორ ნილ მაკფარლეინთან ¹   თ.ჯ.:  მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდი. ერთმანეთი შორეულ 90-იანებში გავიცანით. მახსოვს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრს ვსაუბრობდით ახლად წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების, განსაკუთრებით საქართვ...
სრულად წაკითხვა