მრჩეველთა საბჭოს წევრი
info@geocase.ge2020 წლიდან იოსებ ნანობაშვილი ხელმძღვანელობს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონულ წარმომადგენლობას ქ. თბილისში. მანამდე, 23 წლის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობდა საქართველოს საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2015-2020 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში.
სხვადასხვა წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იოსებ ნანობაშვილს ეკავა ისეთი თანამდებობი როგორიცაა, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროსაბჭოს სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და სხვა. აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა ეუთო-ში საქართველოს მისიასა (ქ. ვენა, 2009 – 2013 წ.წ.) და ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში (ქ. ბრიუსელი, 2002 – 2006 წ.წ.).
იოსებ ნანობაშვილი ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებებში ფილოსოფიის დოქტორისა და დიპლომატიის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
იოსებ ნანობაშვილი ევროკავშირის შესახებ არა ერთი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორია. მას ეკუთვნის ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის წარმოების პრაქტიკული სახელმძღვანელო. იოსებ ნანობაშვილი გახლავთ მანიტობას უნივერსიტეტისა (კანადა) და პირეოსის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) მეცნიერ-მკვლევარი; ვებსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.