მრჩეველთა საბჭოს წევრი
snikoloz@gmail.comნიკოლოზ ალავიძე არის ანტრეპრენერი / გავლენის ინვესტორი საბანკო, საფინანსო, საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების, ბიზნეს კონსალტინგის და მენეჯმენტის სფეროებში 24 წელზე მეტი მრავალმხრივი და მდიდარი გამოცდილებით.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს. 2019 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციიზე ხელმძღვანელობდა უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტორების მხარდაჭერის; საინფორმაციო კომუნიკაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით; ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების და მთის კურორტების განვითარების სააგენტოებს.
ასევე, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ რაგბთან, როგორც პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი და მონაწილეობას იღებდა უამრავი უმნიშვნელოვანი რეფორმის გატარებაში.
გარდა ამისა, ნიკოლოზ ალავიძე ჩართულა რამდენიმე კერძო კომპანიის მართვაში, როგორც დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, უძრავი ქონების, სათავგადასავლო ტურიზმის და საერთაშორისო ვაჭრობის და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში.
არის აქტიური „ანტრეპრენერი“ და „ანგელოზი“ ინვესტორი, ორიენტირებული გავლენაზე ე.წ. Impact Investor. ამ მიმართულებით, საქართველოში პირველი გავლენის ფონდის - „აქციო“-ს პირველი გავლენის ინვესტორია.
ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკაში (2000) და ინოვაციების მენეჯმენტში. ასევე, არის გრენობლის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის (GGSB), (საფრანგეთი) და კავკასიის ბიზნეს-სკოლის ორმაგი პროგრამის კურსდამთავრებული.
მისი მშობლიური ენა ქართულია; პროფესიონალურ დონეზე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, იაპონური ენას - საბაზისო უნარებით.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ოქროს რეტრივერი და ჟღალი კატა. გატაცებულია სამთო ველოსიპედით, ჰაიკინგით და „აუდიოფილიით“.