„ჯეოქეისსა“ და ჰიბრიდული ომის კვლევის ინსტიტუტს (HWRI) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და ხორვატიაში დაფუძნებულ ჰიბრიდული ომის კვლევის ინსტიტუტს (HWRI) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 

მემორანდუმის ფარგლებში, „ჯეოქეისსა“ და HWRI-ს შორის მოხდება ორმხრივი ინტერესის სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციის გაზიარება სტატიებისა და სხვა შესაბამისი მასალების სახით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ხორვატიაში ინფორმაციის გავრცელებას და პირიქით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო მნიშვნელობის თემების განხილვას. გარდა ამისა, ორივე ორგანიზაციის მონაწილეობით შემუშავდება ერთობლივი ანალიტიკური ნაშრომები გეოპოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობების იმ საკითხებზე, რაც კავშირშია საქართველოსთან, ხორვატიასთან, ევროკავშირსა და  ნატო-სთან.
 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და ჰიბრიდული ომის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, გორდან აკრაპმა.
 

ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლების თვალსაზრისით, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ისევე როგორც  გეოპოლიტიკური პროცესების უკეთ გაცნობას.
 

გააზიარე: