"ჯეოქეისი" მწუხარებას გამოთქვამს ჯონ კრისტიან კორნბლუმის გარდაცვალების გამო

ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცენტრის მრჩეველთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარის, ცნობილი დიპლომატისა და ბიზნეს ლიდერის, ბ-ნი ჯონ კრისტიან კორნბლუმის გარდაცვალების გამო.


ჯონ კორნბლუმი იყო განსაკუთრებული გამოცდილების მქონე დიპლომატი და აშშ-ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გამორჩეულად მცოდნე პროფესიონალი.


მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, მისი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დააკლდება პროფესიონალთა წრეებს.


გვინდა ღრმა მწუხარება გამოვუცხადოთ მის ოჯახს და ახლობლებს.


"ჯეოქეისი" მადლიერებას გამოხატავს ანალიტიკური ცენტრის საპატიო თავმჯდომარის როლში  მის მიერ გაწეული  სამსახურისათვის.

გააზიარე: