"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „დღის ქრონიკაში“ პოსტ-კორონავირუსული საერთაშორისო სისტემის შესაძლო ტენდენციებზე   ისაუბრა

ავტორი:

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „საქმე გვაქვს არა მხოლოდ პანდემიასთან, არამედ მაღალი ალბათობით შესაძლებელია საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურის ცვლილება. პანდემიის შედეგად მსოფლიო იქნება განსხვავებული, მოსალოდნელი ძირეული ტრანსფორმაცია შეეხება სახელმწიფოთა ურთიერთობებს, ძალთა ბალანსს, ეკონომიკურ თემებს“. 


"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ გლობალური წესრიგი გარკვეული ხარისხით დარჩება,  რაც მცირე სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. თუმცა გასათვალისიწინებელია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში გათვლების გაკეთება ხდება ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე. „შესაძლებელია ჩვენ გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდით კრიზისს“, - დასძინა მან.


ვიქტორ ყიფიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ასპექტებზე. ასევე, მან ისაუბრა სისტემურ კრიზისზე, მცირე ქვეყნების შესაძლო ტენდენციებზე, საერთაშორისო ურთიერთობების რაციონალიზაციასა და ეკონომიკური სისტემების ცვლილებებზე. 

 

თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ

გააზიარე: