ტრენინგი ტრადიციული და სოციალური მედიის წარმომადგენლებისთვის

ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისისა" და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის  ერთობლივი პროექტის - „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა” - ფარგლებში, ცხადდება მიღება ტრენინგზე ტრადიციული და სოციალური მედიის წარმომადგენლებისთვის.

 

🎯პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ტრადიციული და სოციალური მედიის წარმომადგებლებში ცნობიერების ამაღლებას შემდეგ თემებზე:

 

📌პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ფენომენი თანამედროვე საზოგადოებაში;

📌პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორი;

📌სოციალური მედიის მზარდი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში;

📌მედიის როლი პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიების ჩამოყალიბებაში;

📌ჟურნალისტური ეთიკა და საუკეთესო პრაქტიკა;

 

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ტრადიციული და სოციალური მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დასაქმებული არიან როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვდასხვა რეგიონში.

 

თბილისში დასაქმებული მედიის წარმომადგენელებისთვის სავალდებულოა ტრენინგში ფიზიკურად მონაწილეობა, ხოლო რეგიონებში დასაქმებულ მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ტრენინგს დაესწრონ ონლაინ ფორმატში.

 

📎პროგრამას გაუძღვებიან:

 

თენგიზ ფხალაძე- GIPA-ს ასოცირებული პროფესორი;

 

ნატა ძველიშილი - ჟურნალ “ინდიგოს” დირექტორი;


📅 აღნიშნული ტრეინინგი გაგრძელდება 3 დღე, 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისში (თბილისი, კოსტავას 75ბ).

 

📝 ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/8VjTjNg1N2ojWfRDA

 

პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

 

 

გააზიარე: