ვიქტორ ყიფიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში - ერევნის დიალოგი 2024

ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში - ერევნის დიალოგი 2024 - რომელიც 9-დან 11 სექტემბრამდე ერევანში გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია ცნობილი ინდური ანალიტიკური ცენტრის, Observer Research Foundation-ისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით.


კონფერენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს პლატფორმა კრიტიკული კითხვებისა და განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოსაძებნად. სადისკუსიო სესიებზე განიხილება თემების ფართო სპექტრი, მათ შორის: განვითარებადი საერთაშორისო წესრიგი; დაკავშირებადობა; მწვანე ენერგიაზე გადასვლა და ენერგეტიკის მომავალი; ციფრული საზოგადოებები, როგორც სტაბილური და უსაფრთხო ეკონომიკის მამოძრავებლები; სამუშაოების მომავალი.


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები, პოლიტიკოსები და დარგის ანალიტიკოსები საერთაშორისო მასშტაბით.


ერევნის დიალოგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://yerevandialogue.com

გააზიარე: