"ჯეოქეისის" მკვლევარმა, ბექა ბოჭორიშვილმა ისაუბრა თემაზე “მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიისთვის (აქცენტი საქართველოზე)”. ღონისძიება ორგანიზებული იყო ანალიტიკური ორგანიზაციის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ - მიერ.
ბექა ბოჭორიშვილმა გამოსვლისას ისაუბრა ძირითად გეოპოლიტიკურ ძვრებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, მან ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს გლობალური და რეგიონული დინამიკის ცვალებადობის პირობებში. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეგიონულ სტაბილურობაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
„ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ გარემოში, რეგიონში არსებული რისკების გააზრება და მათი ერთობლივი ძალისხმევით მოგვარება გადამწყვეტია სამხრეთ კავკასიისთვის“, - განაცხადა ბექა ბოჭორიშვილმა.