ვიქტორ ყიფიანი AVİM-ის მიერ შუა დერეფნის თემაზე ორგანიზებულ ონლაინ თემატურ განხილვაზე სიტყვით გამოვა

ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ევრაზიული კვლევების ცენტრის (AVİM) მიწვევით, ონლაინ თემატურ სესიაზე სიტყვით გამოვა. სესია შუა დერეფნის საკითხების განხილვას ეძღვნება და შაბათს, 2024 წლის 14 დეკემბერს, ჰიტიტის უნივერსიტეტის უსაფრთხოების კვლევების კონგრესის ფარგლებში ჩატარდება.
 

სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ყიფიანი შუა დერეფნის კონცეფციის შესახებ ისაუბრებს და განიხილავს მის სტრატეგიულ მნიშვნელობასა  და ზოგიერთ პრაქტიკულ ასპექტს. 
 

ოლაინ დისკუსია ხელს შეუწყობს შუა დერეფნის როლის უკეთ გააზრებას რეგიონალური და გლობალური დაკავშირებადობის ასპექტში.

გააზიარე: