ანალიტიკური ცენტრ "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი ორგანიზაცია „ქმედება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის ACT GEORGIA“-ს სასწავლო პროგრამის - „ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“ - მსმენელებს შეხვდა.
შეხვედრა სესიის ფორმატში გაიმართა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე დიპლომატიის ტიპები, დიპლომატიის როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში, რბილი ძალა და მისი გავლენა პროცესებზე, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, არაღიარების პოლიტიკის განხორციელება და სხვა.
სესიის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. კურსი „ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“ განკუთვნილია უსაფრთხოების პოლიტიკითა და გამოწვევებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და მასში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობენ.