ანალიტიკურ ცენტრ ჯეოქეისის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს, ხუან კარლოს სალაზარ გომესს და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს, სალვატორე შაკიტანოს ოფიციალური წერილით მიმართა. ვიქტორ ყიფიანმა მათ მოუწოდა დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, სოხუმის აეროპორტის უკანონო ფუნქციონირების გამო.
წერილის საფუძველი გახდა 2025 წლის 7 თებერვალს რუსული სამგზავრო თვითმფრინავის სოხუმის აეროპორტში დაშვება, რაც მოსკოვსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის დაგეგმილი რეგულარული ფრენების წინ უკანონო საცდელ ფრენას წარმოადგენდა. ჯეოქეისის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ოპერაციები არღვევს საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს რეგულაციებს და ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან რეგიონი რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ რჩება.
ჯეოქეისმა ICAO-ს მოუწოდა:
• კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ერთიანი საჰაერო სივრცის მხარდაჭერა;
• სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ქმედებები, როგორც ICAO-ს პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა;
• მიიღოს ეფექტური ზომები რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო ავიაციის პასუხისმგებელი ორგანოებისა და რუსული ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში ფრენების განხორციელებას აპირებენ.
„სოხუმის აეროპორტის არაავტორიზებული ფუნქციონირება ფუნდამენტური საავიაციო პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევაა“, - განაცხადა ყიფიანმა. „ICAO-მ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს გლობალური საავიაციო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის სტანდარტების დასაცავად.“
ამით ანალიტიკური ცენტრი ჯეოქეისი ადასტურებს საერთაშორისო სამართლის, რეგიონული უსაფრთხოების და საქართველოს საჰაერო სივრცეზე ქვეყნის კანონიერი იურისდიქციის ადვოკატირების ერთგულებას.
იხილეთ წერილი