ანალიტიკურმა ცენტრმა “ჯეოქეისი” აშშ-ში ოფისი დააფუძნა

ანალიტიკური ცენტრი “ჯეოქეისი” აგრძელებს საერთაშორისო წარმომადგენლობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაფართოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ. 
 

მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ ცენტრმა ოფიციალურად დააფუძნა წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და აშშ-ს შორის ანალიტიკური დიალოგისა და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერების ხელშესაწყობად.
 

აშშ-ში "ჯეოქეისის" ოფისი ამერიკაში მოქმედ ორგანიზაცია "ქართულ-ამერიკულ რესპუბლიკურ ალიანსთან" (GARA) ახლახან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგად დაფუძნდა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობას, გლობალურ საკითხებზე დისკუსიებისა და ანალიტიკური გამოცდილების გაცვლის პლატფორმის შექმნას.
 

"ჯეოქეისის" აშშ-ის ოფისი პოლიტიკის შემქმნელებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შესთავაზებს ადგილს ურთიერთობების გასაღრმავებლად კომუნიკაციისათვის, ძირითად საერთაშორისო საკითხებზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერის მიზნით. 
 

"ჯეოქეისის" აშშ-ის ოფისის საკონტაქტო დეტალებია:
 

3057 ბრაიტონის მე-7 ქუჩა, ბრუკლინი, ნიუ-იორკი 11235, აშშ
ელ. ფოსტა: Usa@geocase.ge

გააზიარე: