ხათუნა ბურკაძემ  AI-ის სამართლებრივ ჩარჩოზე მოხსენება ფლეტჩერში წარადგინა

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ხათუნა ბურკაძემ ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ ჩარჩოზე ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში მოხსენება წარადგინა.
 

პროფესორ ხათუნა ბურკაძის ხედვით, ციფ­რულ რე­ალ­ობ­ას­თან ად­აპ­ტა­ციის­ათვის დღევანდელი მო­ცე­მუ­ლო­ბა მო­ითხოვს გარ­კვე­ული ტრა­დი­ცი­ული მიდ­გო­მე­ბის შეც­ვლას ყველა საკვანძო მიმართულებით (განათლება, იუსტიციის სისტემა, ჯანდაცვა, აგრარული სფერო, ფინანსების მართვა, ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ტურიზმი). სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, სა­ჭი­როა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლ სა­კითხე­ბზე კონცენტრირება, რომლებიც წარ­მო­ად­გენ­ენ ციფ­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის, ინ­ოვ­აცი­ური მიდ­გო­მე­ბის ხელ­შემ­წყობ სა­შუ­ალ­ებ­ებს. ამ კონტექ­სტში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ციფ­რუ­ლი წეს­რი­გის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, აუცილებელია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სტრა­ტე­გიული, ეთ­იკ­ური, სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოსა და მისი ზემოაღნიშნულ სფეროებში დანერგვის პროცესის, თანმდევი გამოწვევების კვლე­ვა.
 

პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „სა­ჯა­რო და კერ­ძო სფე­რო­ებ­ში პრო­ცე­სე­ბის დრო­ულ­ად და ეფ­ექ­ტი­ან­ად წარ­მართვისათვის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი შე­იძ­ლე­ბა ციფ­რულ თა­ნამ­შრომ­ლად, დამ­ხმა­რედ მი­ვიჩ­ნი­ოთ, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­მარ­თლის ახ­ალი სუ­ბიექ­ტის აღ­მო­ცე­ნე­ბა ჰიბ­რი­დუ­ლი ფორ­მით – ფი­ზი­კუ­რი და იურ­იდი­ული პი­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეს, ამ­ავ­დრო­ულ­ად, აუცილ­ებ­ელია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის თან­მდე­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­ათ­ვის და ზი­ან­ის დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი ას­პექტე­ბის დად­გე­ნი­სათ­ვის. ამ­დე­ნად, ეს პრო­ცე­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა პასუ­ხის­მგებ­ლი­ანი და სან­დო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პრაქ­ტი­კა­ში და­სა­ნერ­გად“.
 

„ამ­ას­თა­ნ, AI-ის, რო­გორც ციფ­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის კონ­ცეფ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა უნ­და ეფ­უძ­ნე­ბო­დეს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებსა და ეთ­იკ­ურ ნორ­მებს. ის უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს და­საქ­მე­ბუ­ლის მი­ერ თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ხელ­შემ­წყობ მე­ქა­ნიზ­მს და არ უნ­და მო­დი­ოდ­ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში ად­ამი­ან­ის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებ­თან, მათ შო­რის, შრო­მი­თი უფლე­ბე­ბის ნა­წილ­ში.
 

ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ AI-ის და­ნერ­გვის კონ­ტექ­სტში, არ­ამ­ედ ქვეყ­ნის ციფ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის თვალ­საზ­რი­სით. მით უფ­რო, რომ ხელოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ციფ­რუ­ლი ტრან­სფორ­მა­ცი­ისა და სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ული მიდ­გო­მე­ბის შეც­ვლის კონ­ტექ­სტში მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­სტრუ­მენ­ტს წარ­მო­ად­გენს“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

 

გააზიარე: