ხათუნა ბურკაძემ საქართველოს რადიოს ეთერში ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობისა და საქართველოს ევროპული მომავლისკენ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.
ხათუნა ბურკაძე: „ევროინტეგრაციის 75 წლიანმა ისტორიამ ცხადყო, რომ ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ სისტემას შეუძლია, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის გზით, მოქალაქეებისათვის განვითარების რეალური შესაძლებლობები შექმნას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ერთიანი ევროპული სივრცის სრულფასოვან წევრობას და ევროპულ განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სიკეთეებზე წვდომას. ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ერთობლივად, პოლიტიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით, ხელი შევუწყოთ მოქალაქეზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებას, რაც, როგორც წესი, პოლიტიკურ პროცესში ჩართული ყველა აქტორის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. ამ მიზნების მიღწევას გამაერთიანებელი ლიდერები სჭირდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ ცვალებადი გეოპოლიტიკური მოცემულობა განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მიდგომებს მოითხოვს“.
მოუსმინეთ ინტერვიუს