"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „ტვ პირველზე“ „დღის ამბებში“ კრიზისის დაძლევის სამგანზომილებიან ბალანსზე ისაუბრა

ავტორი:

ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, რაც ყველას აერთიანებს. ანტიკრიზისულ გეგმას შესაძლოა  სამი საზომი ჰქონდეს: 1) რამდენად არის დაცული ბალანსი ეკონომიკურ და ჯანმრთელობის სფეროში არსებულ რისკებს შორის; 2) ორგანიზაციული, ლოჯისტიკური თვალსაზრისით რამდენად დაბალანსებული მიდგომა გვაქვს შეზღუდვებთან დაკავშირებით; 3) იდეოლოგიურ კონტექსტში კი როგორ ვაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას”. 


"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებულ საკითხებზე როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ კონტექსტში. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ინტენსიური კომუნიკაცია რეგიონებთან, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებთან. ასევე, მან საერთაშორისო პარტნიორების მიერ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების პოზიტიურად შეფასებაზეც ისაუბრა. 


თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი,  დააჭირეთ აქ
 

გააზიარე: