"ჯეოქეისი"-ს მრჩეველი, ანჟეი კლიმჩუკი, კონფერენციაზე "პოლონეთის აღმოსავლური პოლიტიკა 2019"

ავტორი:

2019 წლის 27-29 ნოემბერს, "ჯეოქეისის" მრჩეველმა, ანჟეი კლიმჩუკმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში "პოლონეთის აღმოსავლური პოლიტიკა 2019" ( Polish Eastern Policy 2019 ).


კონფერენცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პროფ. იაცეკ ჩაპუტოვიჩის, საპატიო პატრონაჟითა და ვროცლავის აღმოსავლეთ ევროპის კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა.


ღონისძიებაზე, სხვა თემებთან ერთად, პოლონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მომავალი და ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.


ანჟეი კლიმჩუკი სიტყვით წარსდგა ჟურნალის "New Eastern Europe" რედაქტორების მიერ მოწყობილ თემატურ განხილვაზე - "შავი ზღვა - გეოპოლიტიკური ტროას ცხენი?" და შეხვედრის სტუმრებს ამომწურავი ინფრმაცია მიაწოდა საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაციის შესახებ. გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანაა.

გააზიარე: