„ჯეოქეისის“ გამგეობის წევრმა ბაქარ ფალავანდიშვილმა რუსული საინფორმაციო ომისა და საქართველოზე კიბერშეტევების სერიის შესახებ Euronews Georgia-ს ეთერში კომენტარი გააკეთა.
ბაქარ ფალავანდიშვილმა რუსეთის აგენტების მიერ განხორციელებული კიბერშეტევების სერია მიმოიხილა. მისი განცხადებით 2018 წელს კიბერშეტევის ობიექტი საქართველოს ერთ-ერთ ტელეკომპანია გახდა. 2019 წლის ოქტომბერში კი ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად 15 000-მდე საიტი დაიბლოკა, ხოლო 2000-მდე კომპანიის საქმიანობა შეფერხდა.
2020 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას ანალიტიკოსი რამდენიმე მიზეზს გამოარჩევს.
„როგორც ჩანს, ერთი მხრივ, რუსეთს სურს შექმნას წარმოდგენა თავად რუსეთში, რომ სხვა ქვეყნებში, როგორც პოსტსაბჭოთა ისე ევროპულ ქვეყნებში, არასტაბილური ვითარებაა და მეორე მხრივ, ცდილობს ამ არასტაბილურობის თავის სასიკეთოდ გამოყენებას“, - განაცხადა ბაქარ ფალავანდიშვილმა.