"ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ტრამპისა და ბაიდენის ფინალური დებატების შესახებ

ავტორი:

"ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ბოლო დებატები, მათი წინასარჩევნო დაპირებები POSTV-ის ეთერში შეაფასა. 


როგორც "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ აღნიშნა, წინაასარჩევნო დებატების არცერთმა რაუნდმა არ მისცა შესაძლებლობა ამომრჩეველს კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებს ამომწურავად გაცნობოდნენ. „ჩვენთვის მთავარი იყო გაგვეგო, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით და როგორია საგარეო ვექტორი მომავალი 4 წლის განმავლობაში. დებატებისას არ მოგვეცა შესაძლებლობა მოგვესმინა თუ რას აპირებს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული უსაფრთხოების, გლობალური პოლიტიკის კუთხით. ვისუვებდი ამ დებატების დროს პროგრამული და სისტემური მიდგომის შესახებ მეტი ინფორმაცია მიგვეღო,“-განაცხადა ყიფიანმა.


ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა ტრამპის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რიგ ცვლილებებზე, რომლებიც მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროსაც ძალაში დარჩება. 


„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პრეზიდენტს, რომელიც განამტკიცებს საქართველოსთან მეგობრობასა და პარტნიორობას“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: