„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ

ავტორი:

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ღია ეთერში" არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

"ხვალინდელი დღე, არის სამოქალაქო ღირსების დღე. ხვალ საქართველოს მოქალაქემ უდნა შეასრულოს დაუწერელი ვალდებულება. ეს ისეთი დაუწერელი ვალდებულება არის, რომელიც ყველა დაწერილ ვალდებულებაზე უფრო მეტად ფასობს, თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

„ხვალინდელი არჩევანით თავისი ხმით, თავისი ნების გამოხატვით, მოქალაქემ უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარების ბედი 4 წლით. სამოქალაქო ღირსების დღე, ეს არ არის არჩევანის გაკეთება მექანიკურად. მხოლოდ ბიულეტენში გარკვეული ციფრის შემოხაზვით. არჩევნებიდან არჩევნებამდე საზოგადოებაში ერთგვარი ეგზალტაცია იკიდებს ფეხს, გარკვეული დაძაბულობა, თითქოს, ყველა არჩევნებს ენიჭება საკრალური მნიშვნელობა და დატვირთვა. მე არ ვარ მომხრე, რომ ჩვენ, არჩევნებს საკრალურ და მითოლოგიურ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ, მაგრამ საქართველოსთვის და ქართველობისთვის არის პლებისციტი და საჯარო გამოკითხვა სამშობლოსადმი დამოკიდებულებაში“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: