„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ონლაინ დისკუსია გაიმართა

ავტორი:
გადმოწერეთ PDF ფაილი

 ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით  ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და  ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე  ონლაინ დისკუსია გაიმართა.  „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა  ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია.

 

"ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული არჩევნების შედეგად საერთაშორისო ურთიერთობებში შესაძლო ცვლილებებსა და მულტილატერალურ ინიციატივებზე.

 

“ჩემთვის ცხადია, რომ ჩვენ, ყველანი ვემზადებით ახალი შეკავების პოლიტიკისთვის რეგიონში და ახალი თამაშის წესებისთვის მსოფლიოში. მთავარი ელემენტი ამ პოლიტიკისა უნდა იყოს ყველაზე ეფექტიანი წარმომადგენლობითობა და არა დეკლარირებული ხასიათის ქონა“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 

ონლაინ განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკური-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორმა, რიჩარდ ვაიტსმა, ჰერითიჯის ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა,  ჯეიმს კარაფანომ და „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ.

 

სპიკერებმა  ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების შესახებ ისაუბრეს.

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ საფუძვლებზე.

 

„მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. ამერიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით დასაფასებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისა  და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებით. საქართველოსთვის ნატოში წევრობა წარმოადგენს უსაფრთხოების რეალური გარანტიების შექმნას, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება“,- აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: