"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის თემატურ განხილვას მოდერატორობა გაუწია

ანალიტიკური ორგანიზაციის "ჯეოქეისი" თავმჯდომარემ, ბ-მა ვიქტორ ყიფიანმა,  მოდერატორობა გაუწია 2019 წლის 30 ოქტომბერს თბილისში გამართული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის თემატურ განხილვას - "ჰიბრიდული ომი შავი ზღვის რეგიონში და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდები".


ღონისძიების მიზანს წარმადგენდა სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.


ფორუმში მონაწილეობდნენ: სამთავრობო სტრუქტურების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.


ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის რიგით მეოთხე ფორუმი საქაღთველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

 

ვიდეოს ნახვა

გააზიარე: